მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო
პოლიტიკა - 15:01, 24 Jan, 2017     1267
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

„ამ პაკეტისა და საერთოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე, გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებით ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანომდებლობასა და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს.

გიორგი მარგველაშვილმა კანონთა პაკეტის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პაკეტში ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მათ შორის ისეთი, რომელთა დანერგვასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაცემულია მრავალი ასობით ათასი ლარი, მაგალითად, საქმეთა ელექტონული განაწილების სისტემის დასანერგად.

სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42