საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 15:18, 24 Jan, 2017     1141
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის პირველი ვიზიტია.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული დელეგაციისთვის, რადგან დელეგაციის განახლებულ შემადგენლობას შესაძლებლობა აქვს, საბჭოს წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული შეხვედრები ქართველ დეპუტატებს საგარეო მიმართულებით კავშირების გაღრმავებასა და უცხოელი მეგობრებისთვის საქართველოში განხორციელებული რეფორმების, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება.

„ამ ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები, როგორც ევროსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სხვადახვა ქვეყნის დელეგაციებთან. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოვოთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობები, მაქსიმალურად ბევრ ქვეყანას და ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია იმ განვითარებისა და პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს. ამ შემთხვევაში, დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და შესაბამისად, შევძლოთ მათი მობილიზება იმ თემებში, რომლებშიც უცხოელი მეგობრების დახმარება ძალიან გვჭირდება, მაგალითად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ამიტომ დელეგაცია ძალიან აქტიურად გეგმავს მუშაობას ამ კვირის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა ამ ასამბლეაში იქნება ძალიან აქტიური, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შეძლებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42