,,ლაპარაკისას, ვიგრძენი ერთი გოგოს ზიზღით სავსე მზერა…” - ეკა ხოფერიას შვილი ინგლისში ბულინგის მსხვერპლი გახდა
სოც.მედია - 14:30, 24 Jan, 2017     22230
„უკვე 5 თვეა რაც ინგლისში ვცხოვრობ და ამ დღემდე არ ვყოფილვარ ე.წ „ბულინგის“ მსხვერპლი ჩემი ეროვნების გამო“ - წერს სოციაურ ქსელში ეკა ხოფერიას შვილი და სემდეგ პოსტს აქვეყნებს.

ანანო ლევიძე: „ბიზნესის კურსზე ახალი მასწავლებელი დამინიშნეს, რომლის შესახებაც ჩემი მეორე კურსელი მეგობრისგან ვიცი, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, პუტინი უყვარს, „Brexit”-ის მომხრეა და მოკლედ რომ ვთქვა რასისტია, რომელიც განსაკუთრებით ზიზღით გვეპყროპა სხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის ქართველებსაც. ძალიან მწყინს, როდესაც თემის განხილვისას მხოლოდ უცხო ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, საქართველოზე კი იმასაც მეკითხება კოკა-კოლა საერთოდ იცით თუ არა რა არისო? (თანაც ძალიან აგდებით). ისიც უკვირს, რომ ჩვენ უკრაინის არსებობის შესახებ გაგვიგია. სამწუხაროა, რომ ესეთ გარემოში მიწევს სწავლა. დამერწმუნეთ ძალიან რთულია, როდესაც მასწავლებელი მეასედ მამეორებინებს ნათქვამს იმის გამო, რომ ჩემი აქცენტი მისთვის თითქოსდა გაუგებარია...

ამ მშვენიერ დღეს უფრო მშვენიერი გაგრძელება მოჰყვა. დღეს მე და ჩემმა ქართველმა მეგობრებმა „მაკდონალდსში“ ჭამა გადავწყვიტეთ, როდესაც იქ ყოფნისას რაღაც მომენტში 15 კაციანი 13-14 წლის ბავშვების ჯგუფი ჩვენ წინ „დასხდა“. პატარა პერიოდის შემდეგ, ლაპარაკისას, ვიგრძენი ერთი გოგოს ზიზღით სავსე მზერა, რომელმაც ჩემი გამოხედვისას წარბაწეულმა ჩხუბი დამიწყო რატომ მაშტერდებიო. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ მოზარდების ეს ჯგუფი რასაც ქვია თავზე დაგვაჯდა და ჩვენი ეროვნების გამო შეურაცხმყოფელი ლაპარაკი დაიწყეს (რომ გაუგებარი აქცენტი გვაქვს, რას ვგავართ, ... ა.შ) მათი ცოდნის მიხედვით საქართველო ინდოეთი ყოფილა სადაც გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამ თემას მოაყოლეს „შეხედე რა აცვიათო“. ბოლოს კი ინგლისურად ლაპარაკიც აგვიკრძალეს "არ იცით და ნუ ლაპარაკობთო". ყველაზე საწყენი ამ მომენტში უზრდელი ბავშვების ქცევა კი არა, გარშემომყოფი ზრდასრულების, მათ შორის პერსონალის, სრული იგნორი იყო ამ სიტუაციის შემხედვარე. (პერსონალი ჩვენს მისვლამდე საერთოდ არ ერთვებოდა ამ პროცესში).

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე დისკრიმინაციისა და „ბულინგის“ მსხვერპლი გავხდებოდი. მინდა გითხრათ იმ ქართველებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ საქართველო წუმპეშია და ქართველ ხალხზე საშინელი ამ ქვეყანაზე არ დაიარება - ძალიან ცდებით, არსად მინახავს საქართველოზე მოსიყვარულე ერი. მსგავს სიტუაციაში საქართველოში ალბათ არც ერთი უცხოელი და მითუმეტეს ქართველი არ მოხვდებოდა. (ან თუ მოხვდებოდა, ვინმე მაინც გამოესარჩლებოდა).

ძალიან გთხოვთ, დააფასეთ ჩვენი ქვეყანა და წამითაც არ იფიქროთ რომ ვინმე ჩვენზე რამით უკეთესია. უაღრესად განათლებული ერი ვართ და არ ვგავართ სნობ ინგლისელებს, რომლებიც ყველას ზემოდან უყურებენ იმის და მიუხედავად, რომ ევროკავშირიდან გამოსულები არიან და თავიანთ შვილებს რასისტებად ზრიდან.

პ.ს. ბოლოს და ბოლოს ქართველი მასწავლებელი იმას არ იკითხავს თუ რომელ მსოფლიო ომში მონაწილეობდა ჰიტლერი.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42