„ჩვენ გვსურს მივმართო ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რომ გაარკვიონ მოხდა თუ არა ცერცვაძის საქმის საფუძვლიანი მოკვლევა, სანამ ის საერთაშორისო ძებნას გადასცეს. თუკი არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, ასეთ შემთხვევაში ინტერპოლის წესდება პირის ძებნაშ გადაცემას კრძალავს. ბატონი ცერცვაძე რას უნდა ელოდოს ჩვენგან? როგორც იცით სასამართლომ მიიღო 40 დღიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ის იღებდა მონაწილეობას ომში, როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება უკრაინის პროკურატურა მოითხოვს მის გათავისუფლებას“- განაცხადა ევგენი ენინმა.
იანინმა თავი შეიკავა იმ ფაქტის შეფასებისას, რატომ არ აჩვენა საქართველოს გამშვებ პუნქტზე, ის რომ გია ცერცვაძე ინტერპოლის მიერ იძებნებოდა და რატომ მოხდა მისი უკარინაში უპრობლემოდ გაშვება:
„ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ექსტრადირების მოთხოვნა გამოაგზავნა. საერთაშორისო კონვენციებით მათ 40 დღე აქვთ ამისთვის. ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს ამაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ეს არაა ჩვენი კომპეტენცია. ჩენთვის პრინციპულია საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. თუ არსებობს წინაპირობა სიცოცხლის საფრთხის ან წამების ალბათობისა, ამ შემთხვევაში ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ“- განაცხადა ევგენი ენინმა
მასალის გამოყენების პირობები






