ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშრებით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურაში განცხადება პარტიის წევრებმა - აკაკი მინაშვილმა და გოგა ონიანმა წარადგინეს:
„ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს მაგალითი ღალატისა, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების მეშვეობით დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში. ამის მაგალითია გია ცერცვაძე. ის არ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლებამ იმ საფრთხის შესახებ, რაც მას ელოდა. ეს არის მძიმე დანაშაული – პირდაპირი დახმარება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვითხოვთ, აღიძრას ამაზე საქმე. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ამას გამოიძიებს, თუმცა ეს არის წნეხი, რომ მომავალში მსგავსი დანაშაული არ ჩაიდინონ“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
გოგა ონიანის განცხადებით, ცერცვაძის საქმეში „სისხლის სამართლის კოდექსის“ უმძიმესი დანაშაული იკვეთება, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 319-ე მუხლის დარღვევა, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
"2017 წლის 23 იანვარს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს რუსეთის ფედერაცია ედავება თითქოსდა მან ჩაიდინა 2003 წელს მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება. 2016 წლის 23 დეკემბერს აღნიშნული პირი რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადდა ძებნილად ინტერპოლის წითელი ცირკულარით. როგორც ირკვევა გიორგი ცერცვაძის მონაცემები რუსეთის ფედერაციის უშიშროებისა და სამართალდამცავ სტურქტურებს მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებამ, ისე რომ ამ ფაქტის შესახებ არ აცნობეს ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძეს. ეს პირი წლების განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში, აგრეთვე 2004 წელს მინაწილეობდა სამაჩაბლოში საქართველოს მოქალაქეების დაცვის ოპერაციაში და 2008 წელს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ოკუპანტ რუსეთს, იცავდა რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვიცე-პოლკოვნიკი ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მშვიდობის დაცვის ეგიდით განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში.
ამ პირის მონაცემების ოკუპანტისათვის გადაცემა არის სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ( მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308-ე, 310-ე–314-ე,318-ე, 322-ე–325-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.) გარდა ზემოაღნიშნულისა დადგინდა, რომ ვიცე-პოლკოვნიკმა ცერცვაძემ 2017 წლის 15 იანვარს ისე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი რომ არ მოხდა მისი დაკავება ან/და არც მის მიმართ არსებული ბრალის შესახებ იქნა საქმის კურსში ჩაყენებული, რაც არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა. რადგან მოქმედი კანონდებლობით მაქსიმალურად შეზღუდულია საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქის ექსტრადირების შესაძლებლობა, ეს ქმედება განხორციელდა იმ მიზნით, რომ ყოფილიყო სხვა სახელმწიფოდან ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირების შანსი. მსგავსი ქმედება არის უცხო ქვეყნისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლიც მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა. ამ ვინაიდან მისი ინტერპოლით ძებნა დაიწყო 2016 წლის 23 დეკემბრიდან, ეს მოცემულობა სრულად ამყარებს 319 მუხლის ფაბულას. აგრეთვე სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ყოველოვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამმართლის საპროცესო კოდექსის 100-ე და 101ე მუხლებზე დაყრდნობით მოგმართავთ საწარაფოდ დაიწყოთ გამოძიება, გამოკვეთოთ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ თანამდებობის პირები და მისცეთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში"- აღნიშნულია "ენმ"-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






