საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მტავრობის სხდომის ფარგლებშ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიისგან პოზიტიური შეფასება მიიღო:
„საქართველოში პირველად ხდება, როდესაც ასეთი ჩართულობით ხდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესთან დაკავშირებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით იმ წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ ხშირად ვიგებდით საკონსტიტუციო ცვლილებებს მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვექნება საქართველოში კონსტიტუცია, რომელიც იქნება ფართო ჩართულობით მიღებული, იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არსებობს,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






