,,ვინ გასცა ბრძანება ქართველი ოფიცერი საქართველოს საზღვარზე გაეტარებინათ?“ - შაშკინი რუსეთთან გარიგებაზე საუბრობს
ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის საკითხი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების მთავარ თემად იქცა.
ყოფილ მაღალჩინოსანს ვიცე-პოლკოვნიკის ქართული მხარის მიერ საზღვარზე უპრობლემოდ გატარების ირგვლივ კითხვები აქვს და ინტერპოლის მიერ მოქალაქის ძებნილად გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ქმედებებს განმარტავს.
"ინტერპოლი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მსოფლიოში კრიმინალთან ბრძოლა. აღნიშნულ ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნები შედიან. ქვეყანას აქვს უფლება მიმართოს ინტერპოლს, გადასცეს მას კონკრეტული ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფოში წარმოებს სისხლის სამართლებრივი დევნა მოხვდეს ინტერპოლის სიაში და გამოცხადდეს მასზე ძებნა სხვა ინტერპოლის წევრ ქვეყნებში. როდესაც ინტერპოლი ჩასვამს პირს საერთაშორისო ძებნაზე, ეს ადამიანი ინტერპოლის წევრ ყველა ქვეყანაში გაწითლებულია და მას ყველა წევრი ქვეყანა ეძებს. უშუალოდ გია ცერცვაძეს რაც შეეხება, ჩვენი ოფიცერი, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე 23 დეკემბერს ჩასვეს ძებნილთა სიაში. ინტერპოლი ვალდებული იყო გამოეცხადებინა ძებნა ამ ადამიანზე. ინტერპოლის მიერ სიაში ჩასმული ცერცვაძე საქართველოს საზღვარს უპრობლემოდ ტოვებს და ვიცე-პოლკოვნიკს უკრაინაში, აეროპორტში აკავებენ. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვები: მაშინ, როცა საქართველო ინტერპოლის წევრი ქვეყანაა, და როცა პირზე 23 დეკემბერს ძებნაა გამოცხადებული, როგორ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას. პირის წითელი ცირკულარით ძებნის შესახებ გადაწყვეტილება არ მოდის აეროპორტის ადმინისტრაციაში, ამ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს, შესაბამისად შს სამინისტრო ვალდებულია ჩაატაროს პირის მიმართ სამძებრო მოქმედებები, იმისათვის, რომ დაადგინოს სად იმყოფება საქართველოს მოქალაქე. ყურადსაღებია, რომ გია ცერცვაძე არავის ემალებოდა, ის დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ავღნიშნე ჯარისკაცი, საქართველოს უპრობლემოდ ტოვებს. ამ შემთხვევაში მესაზღვრემ კანონი დაარღვია, როცა ცერცვაძე საქართელოს საზღვარზე გაატარა. შეკითხვა ნომერი პირველი: როგორ გადალახა ამ ადამიანმა საზღვარი და შეკითხვა ნომერ მეორე: ვინ გასცა ბრძანება ჩვენი ოფიცერი გაეტარებინათ საზღვარზე? რადგან თუ მოქალაქე წითელ ცირკულარშია, მესაზღვრეს აუცილებლად აუნთებდა კომპიუტერი სიგნალს და ამცნობდა რომ პირი ინტერპოლის მიერ ძებნილია"- თქვა დიმიტრი შაშკინმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ გია ცერცვაძეს ქართველი სამართალდამცავები დააკავებდნენ, მას ოკუპანტ ქვეყანას ვერავინ გადასცემდა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინტერპოლის მოთხოვნით ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება, მაგრამ ის ვერ გადასცემდა დაკავებულს რუსეთს, რადგან საქართველოს მოქალაქის გადაცემა უცხო ქვეყნისთვის კანონით აკრძალულია. ამ შემთხვევაში ამ ყველაფერზე პასუხი ძალიან მარტივია და სიმართლეს არ შეესაბამება, მეტიც ბოდვაა უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები, რომ თითქოს ეს რუტინული საკითხი იყო. ყველაზე მარტივი იქნებოდა საკითხის შემდეგნაირად დახურვა: როცა არსებობს ინტერპოლის მოთხოვნა, ქართველ სამართალდამცავებს ცერცვაძე ადრეც უნდა მოეძებნათ და დაკითხვაზე გამოეძახებინათ, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა ის საზღვარზე შეგნებულად გაატარეს იმიტომ რომ ქართული მხარე, კანონის მიხედვით საკუთარ მოქალაქეს ვერავის გადასცემდა და ეს იყო რუსეთთან მოლაპარაკების საგანი, ქართველი ოფიცერი უცხო ქვეყანაში დააკავეს, შესაბამისად რუსული მხარე მიმართავდა უკრაინას, რომელსაც ასეთი შეზღუდვა არ აქვს, რადგან ცერცვაძე უკრაინის მოქალაქე არ არის. ან არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან შარს მოქალაქის საზღვარზე გატარება არჩია"- აღნიშნა შაშკინმა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას მავნებლურს უწოდებს.
"ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთს, შური იძიოს ჩვენს სახელოვან ოფიცრებზე და ჯარისკაცებზე. ნორმალური სახელმწიფოს მთავრი ამოცანა საკუთარი მოქალაქეების დაცვაა, დღეს კი ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი ჯარისკაცი არ ვერ დაიცვა. ხელისუფლებამ მინიმუმ იცოდა, რომ საკუთარ მოქალაქეს დააკავებდნენ, ან ხელს კიდევ უარესი ხელს უწყობდა რუსეთს ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაში. იმ ხალხმა კი ვინც ამ ფაქტს დღეს ყურადღებას არ აქცევს, უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის წინაშე შეიძლება შემდეგ ჯერზე თვითონ აღმოჩნდეს. ძალიან მაინტერესებს ბატონი ქუცნაშვილი, რომელიც დღეს განცხადებებს აკეთებს, როგორ არის დაცული, რომ რუსეთის ფედერაცია მის წინააღმდეგ არ შეკერავს საქმეს და არ იტყვის, რომ მან 2013 წელს რუსეთში ვიღაც მოკლა"- აღნიშნა შაშკინმა.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები
ოპოზიცია ხელისუფლებას უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში სდებს ბრალს. და შესაბამისი მუხლით პროკურატურისაგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
გია ცერცვაძის პირადი მონაცემების რუსული სპეცსამსახურებისთვის გაგზავნას "სახელმწიფო ღალატად"უკვე მოინათლა.
კითხვები აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტ დიმიტრი შაშკინს. ყოფილი მაღალჩინოსნის პოზიციით "ნიუპოსტი" დაინტერესდა.
შაშკინი, ვიცე-პოლკოვნიკის დაპატიმრების მიღმა, ქართული მხარისა და რუსეთის შეთანხმებას ხედავს.
"ყველამ ისედაც ვიცით რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც 2008 წელს თავისი სისხლის ფასად, რუსული არმია თბილისთან გააჩერეს. ოკუპანტი ყველანაირად ცდილობს დასაჯოს ქართველები, იმ გმირობისთვის, რომელიც ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოიჩინეს. რუსეთის მხრიდან შურისძიება მოსალოდნელი იყო, რადგან ეს ქვეყანა ბოროტების იმპერიაა, რომლის სათავეში არის ადამიანი, რომელიც მზად არის თავისი იმპერიული ამბიციების გამო დაბომბოს საქართველო და მიწასთან გაასწოროს სირია, მოკლას ბავშვები და ქალები. სწორედ რუსული შურისძიების მაგალითია, რაც ცერცვაძესთან და ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ხდება, სამწუხაროდ ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი არ არის. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ"- განაცხადა "ნიუპოსტთან" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.ყოფილ მაღალჩინოსანს ვიცე-პოლკოვნიკის ქართული მხარის მიერ საზღვარზე უპრობლემოდ გატარების ირგვლივ კითხვები აქვს და ინტერპოლის მიერ მოქალაქის ძებნილად გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ქმედებებს განმარტავს.
"ინტერპოლი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მსოფლიოში კრიმინალთან ბრძოლა. აღნიშნულ ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნები შედიან. ქვეყანას აქვს უფლება მიმართოს ინტერპოლს, გადასცეს მას კონკრეტული ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფოში წარმოებს სისხლის სამართლებრივი დევნა მოხვდეს ინტერპოლის სიაში და გამოცხადდეს მასზე ძებნა სხვა ინტერპოლის წევრ ქვეყნებში. როდესაც ინტერპოლი ჩასვამს პირს საერთაშორისო ძებნაზე, ეს ადამიანი ინტერპოლის წევრ ყველა ქვეყანაში გაწითლებულია და მას ყველა წევრი ქვეყანა ეძებს. უშუალოდ გია ცერცვაძეს რაც შეეხება, ჩვენი ოფიცერი, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე 23 დეკემბერს ჩასვეს ძებნილთა სიაში. ინტერპოლი ვალდებული იყო გამოეცხადებინა ძებნა ამ ადამიანზე. ინტერპოლის მიერ სიაში ჩასმული ცერცვაძე საქართველოს საზღვარს უპრობლემოდ ტოვებს და ვიცე-პოლკოვნიკს უკრაინაში, აეროპორტში აკავებენ. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვები: მაშინ, როცა საქართველო ინტერპოლის წევრი ქვეყანაა, და როცა პირზე 23 დეკემბერს ძებნაა გამოცხადებული, როგორ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას. პირის წითელი ცირკულარით ძებნის შესახებ გადაწყვეტილება არ მოდის აეროპორტის ადმინისტრაციაში, ამ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს, შესაბამისად შს სამინისტრო ვალდებულია ჩაატაროს პირის მიმართ სამძებრო მოქმედებები, იმისათვის, რომ დაადგინოს სად იმყოფება საქართველოს მოქალაქე. ყურადსაღებია, რომ გია ცერცვაძე არავის ემალებოდა, ის დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ავღნიშნე ჯარისკაცი, საქართველოს უპრობლემოდ ტოვებს. ამ შემთხვევაში მესაზღვრემ კანონი დაარღვია, როცა ცერცვაძე საქართელოს საზღვარზე გაატარა. შეკითხვა ნომერი პირველი: როგორ გადალახა ამ ადამიანმა საზღვარი და შეკითხვა ნომერ მეორე: ვინ გასცა ბრძანება ჩვენი ოფიცერი გაეტარებინათ საზღვარზე? რადგან თუ მოქალაქე წითელ ცირკულარშია, მესაზღვრეს აუცილებლად აუნთებდა კომპიუტერი სიგნალს და ამცნობდა რომ პირი ინტერპოლის მიერ ძებნილია"- თქვა დიმიტრი შაშკინმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ გია ცერცვაძეს ქართველი სამართალდამცავები დააკავებდნენ, მას ოკუპანტ ქვეყანას ვერავინ გადასცემდა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინტერპოლის მოთხოვნით ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება, მაგრამ ის ვერ გადასცემდა დაკავებულს რუსეთს, რადგან საქართველოს მოქალაქის გადაცემა უცხო ქვეყნისთვის კანონით აკრძალულია. ამ შემთხვევაში ამ ყველაფერზე პასუხი ძალიან მარტივია და სიმართლეს არ შეესაბამება, მეტიც ბოდვაა უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები, რომ თითქოს ეს რუტინული საკითხი იყო. ყველაზე მარტივი იქნებოდა საკითხის შემდეგნაირად დახურვა: როცა არსებობს ინტერპოლის მოთხოვნა, ქართველ სამართალდამცავებს ცერცვაძე ადრეც უნდა მოეძებნათ და დაკითხვაზე გამოეძახებინათ, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა ის საზღვარზე შეგნებულად გაატარეს იმიტომ რომ ქართული მხარე, კანონის მიხედვით საკუთარ მოქალაქეს ვერავის გადასცემდა და ეს იყო რუსეთთან მოლაპარაკების საგანი, ქართველი ოფიცერი უცხო ქვეყანაში დააკავეს, შესაბამისად რუსული მხარე მიმართავდა უკრაინას, რომელსაც ასეთი შეზღუდვა არ აქვს, რადგან ცერცვაძე უკრაინის მოქალაქე არ არის. ან არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან შარს მოქალაქის საზღვარზე გატარება არჩია"- აღნიშნა შაშკინმა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას მავნებლურს უწოდებს.
"ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთს, შური იძიოს ჩვენს სახელოვან ოფიცრებზე და ჯარისკაცებზე. ნორმალური სახელმწიფოს მთავრი ამოცანა საკუთარი მოქალაქეების დაცვაა, დღეს კი ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი ჯარისკაცი არ ვერ დაიცვა. ხელისუფლებამ მინიმუმ იცოდა, რომ საკუთარ მოქალაქეს დააკავებდნენ, ან ხელს კიდევ უარესი ხელს უწყობდა რუსეთს ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაში. იმ ხალხმა კი ვინც ამ ფაქტს დღეს ყურადღებას არ აქცევს, უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის წინაშე შეიძლება შემდეგ ჯერზე თვითონ აღმოჩნდეს. ძალიან მაინტერესებს ბატონი ქუცნაშვილი, რომელიც დღეს განცხადებებს აკეთებს, როგორ არის დაცული, რომ რუსეთის ფედერაცია მის წინააღმდეგ არ შეკერავს საქმეს და არ იტყვის, რომ მან 2013 წელს რუსეთში ვიღაც მოკლა"- აღნიშნა შაშკინმა.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






