"გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე!" - ენმ დღეს შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს
პოლიტიკა - 09:46, 24 Jan, 2017     1889

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს საპროტესტო კამპანიას ქართველი ჯარისკაცის გია ცერცვაძის სიცოცხლის გადასარჩენად.


ენმ-ს ინფორმაციით, პირველ აქციას მოძრაობა დღეს, 24 იანვარს

18.00 საათზე, ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გამართავს.


"2017 წლის 15 იანვარს რუსეთის დავალებით და საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ხელშეწყობით, უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს ჯარისკაცი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს ვიცე პოლკოვნიკის რუსეთისთვის გადაცემას, რაც გიორგი ცერცვაძისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია.

ცერცვაძე დაკავებულია გამოგონილი ბრალდების საფუძველზე, თითქოსდა 13 წლის წინ რუსეთში ჩადენილი დანაშაულის გამო.

რუსეთის აღნიშნული ქმედება არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც პუტინი მიმართავს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ და რაც მიზნად ისახავს მათ ხელში ჩაგდებას შურისძიების და სამაგალითოდ დასჯის მიზნით.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა დაადასტურა საზოგადოების ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ შეგნებულად არ გააფრთხილა ქართველი ჯარისკაცი დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ, არამედ აქტიურად ითანამშრომლა მტერთან და გადასცა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რითიც ჩაიდინა სახელმწიფოებრივი ღალატის აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს საპროტესტო კამპანიას ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლის გადასარჩენად.

დღეს, 24 იანვარს, 18.00 საათზე, ორთაჭალაში, შსს შენობასთან გაიმართება პირველი საპროტესტო აქცია.

პასუხი მოვთხოვოთ მოღალატე ხელისუფლებას! გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე!"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42