"ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა - რუსულ სპეცსამსახურებთან ხელისუფლების თანამშრომლობის აღიარება" - დეკანოიძე ცერცვაძის საქმეზე
პოლიტიკა - 18:06, 23 Jan, 2017     3258
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს განათლების ექს მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას "კიდევ ერთ აღიარებას უწოდებს, რომლითაც დადასტურდა, რომ ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობს".


"ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღიარებითი ჩვენება, რომ ქართული სპეცსამსახურები და მთავრობა პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. ეს არის აღიარებითი ჩვენება, რომ ნებისმიერი ჯარისკაცი, ეს იქნება შსს ან თავდაცვის სამინისტროდან დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დარტყმისა და საფრთხის ქვეშაა, ნებისმიერ დროს ისინი შიძლება ძებნაზე აღმოჩნდნენ, ალბათ არიან ძებნაზეც და შემდგომ გადასცენ რუსეთს, რომ მერე მოხდეს მათი ფიზიკური ლიკვიდაცია.

ჩემი აზრით, ქუცნაშვილის სკანდალური განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს იღებს რუსეთიდან. ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა რა მიზანს ემსახურებოდა "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება დღეს ყველაფერი ნათელია. მე როგორც ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამ ქვეყანაში, ვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს, რატომ თანამშრომლობს ის ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან და რატომ აგდებს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში და რატომ არ არის ანგარიშვალდებული ის ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობასთან. ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებამ, არამედ ჩვენმა არასამთავრობოებმა, ადამიანებმა, ჯარისკაცებმა სერიოზული შეფასება უნდა მისცენ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ხატია დეკანოიძემ.

ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

"ნებისმიერი ჩვენი ჯარისკაცი რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს თავის ქვეყანას სიცოცხლის ფასად იცავდა დღეს საფრთხის წინაშეა, რადგან მათი მონაცემები სავარაუდოდ შს სამინისტროს გადაცემული აქვს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ამ გზით ხრიკს იყენებს - თვითონ არ აკავებს და რუსეთს ეხმარება მათ დაჭერაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება და შს სამინისტრო თავს იმართლებს, რომ მათ არ იცოდნენ რაზე იყო ქართველი ჯარისკაცი ძებნილი, თურმე პროკურატურამ არაფერი არ იცის და არაფრის გაკეთება შეუძლია, როცა არცერთი ბერკეტი არ არის გამოყენებული ქართველი ჯარისკაცის ციხიდან დასახსნელად, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და მათთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვს, ვიდრე სხვა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან"- განმარტავს უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ხატია დეკანოიძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ გიორგი ცერცვაძეს კარგი ადვოკატები ჰყავს. ყოფილი მაღალჩინოსანი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული სასამართლო ჯარისკაცს რუსეთს არ გადასცემს, რადგან მისი თქმით, ამ სცენარის განვითარების შემდეგ ქართველ ჯარისკაცს სიკვდილი ელის.

"იმედი მაქვს, რომ სოლომენსკის რაიონული სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ გადასცემს ცერცვაძეს რუსეთს, რადგან ამ შემთხვევაში მას ფიზიკური ლიკვიდაცია ელის. ეს არის ჯარისკაცი, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებდა 2008 წლის ომში და ასევე არის აფხაზეთის ომის მონაწილე. არსებობს ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, სადაც ცერცვაძე კომენტარებს აძლევს. როგორც ჩანს საქართველომ უკვე გადასცა რუსეთს ბაზები, რომელშიც მაღალი რანგის სპეცრაზმელების შესახებ ინფორმაციაა ასახული. ამიტომ, მხოლოდ უკრაინული მხარის იმედად შეიძლება ვიყოთ. ცერცვაძეს ძალიან კარგი უფლებადამცველები ჰყავს"- განაცხადა დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42