"სახელმწიფო ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა ღალატი" - თარგამაძე ცერცვაძის საქმეზე
პოლიტიკა - 16:28, 23 Jan, 2017     1622

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი გივი თარგამაძე ამბობს, რომ საქართველოს ძალოვან უწყებებს არცერთი საერთაშორისო რეგულაცია არ ავალდებულებს, რომ ჯარისკაცის საპასპორტო და გადაადგილების შესახებ მონაცემები ოკუპანტი ქვეყნისთვის გაეგზავნა.

"პოლიციის პოლკოვნიკ ზურაბ მაისურაძისა და ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დევნაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დახმარება, სამწუხაროდ, მხოლოდ ტენდენციის გაგრძელებაა და არა გამორჩეული მიდგომა. ახალი აქ ის არის, რომ შს სამინისტრომ თანამშრომლობისა და პერსონალური ინფორმაციის ოკუპანტისთვის გადაცემის ლეგიტიმაცია სცადა. სცადა უხეიროდ, მოუქნელად. არცერთი საერთაშორისო ინსტიტუტის, თუნდაც ინტერპოლის, მოთხოვნა, არ ავალდებულებს უპირობოდ სახელმწიფოს მისი მოქალაქის, მითუფრო სამხედრო, ან ძალოვანი უწყების წარმომადგენლის პერსონალური ინფორმაციის გადაცემას რომელიმე, მით უფრო ოკუპანტი ქვეყნისთვის, რომლის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდნენ ეს პირები.

ხაზს ვუსვამ - ასეთი ვალდებულება არ არსებობს. მეორეს მხრივ, არსებობს სახელმწიფოს, მისი კონკრეტული სტრუქტურების - ამ შემთხვევაში, ინტერპოლის საქართველოს ბიუროს, შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, პროკურატურის ვალდებულება, გააფრთხილოს საკუთარი მოქალაქე მის მიმართ წარმოებული დევნის შესახებ, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ამ დევნის გამო მის წინაშე წარმოშობილი საფრთხეების შესახებ. არსებობს საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქე. ხსენებული პირების მიმართ სახელმწიფომ არ დაიცვა საკუთარი ვალდებულებები.

მეტიც, მან ხელი შეუწყო საკუთარი მოქალაქეების დევნას ოკუპანტის მხრიდან. ამდენად, როგორც ამ ხელისუფლების, თუნდაც ფორმალური, პირველი პირი, ასევე ხსენებული სტრუქტურების პირველი პირები ვალდებულნი არიან, არა ზეგ, არა მას მერე, რაც ივანიშვილი მისცემს მითითებებს, არამედ დღესვე, დაუყოვნებლივ გააკეთონ განმარტებები საკუთარი ქმედებების შესახებ. არგუმენტების არარსებობისა თუ არადამაჯერებლობის შემთხვევაში ჩნდება სრული საფუძველი, მათი მოქმედებები დაკვალიფიცირდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების ღალატი, რასაც თავისთავად უნდა მოყვეს მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება და შემდგომი სისხლის სამართლებრივი გამოძიება"- აცხადებს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42