საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციის საკითხი განიხილა
პოლიტიკა - 16:33, 23 Jan, 2017     952

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციის - „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.

ფრაქციის შექმნისა და რეგისტრაციის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართულ განცხადებაში ფრაქციის შემადგენლობა შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:

1. რომან გოცირიძე - ფრაქციის თავმჯდომარე;
2. სალომე სამადაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
3. თინათინ ბოკუჩავა - ფრაქციის მდივანი;
4. ნიკანორ მელია - ფრაქციის წევრი;
5. კობა ნაყოფია - ფრაქციის წევრი;
6. აზერ სულეიმანოვი - ფრაქციის წევრი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, განცხადებას ერთვის ფრაქციის სხდომის ოქმი, ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა.გარდა ამისა, წარმოდგენილია ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატების განცხადებები საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისათვის“ წევრობიდან გასვლის თაობაზე. დოკუმენტებს შორის არის, ასევე, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2017 წლის 13 იანვარს №1 სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - დავით ბაქრაძეს,ირაკლი აბესაძეს, სერგო რატიანს, გიორგი კანდელაკს, ლელა ქებურიას, აკაკი ბობოხიძეს, გიორგი ბოკერიას, ირმა ნადირაშვილს, მამუკა ჩიქოვანს, ზურაბჭიაბერაშვილს, ლაშა დამენიას, ხათუნა გოგორიშვილს, თენგიზ გუნავას, ზაზა კედელაშვილს, გიორგი წერეთელს და გიორგი ღვინიაშვილს 2017 წლის 12 იანვრიდან შეუწყდათ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრობა“ და, იმავდროულად, პარტიაში დაკავებული თანამდებობები.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” მოთხოვნებს ახალი ფრაქციის დასარეგისტრირებლად. კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა ბიუროს წარედგინება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42