რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომდგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარის მხირდან ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ რუსი ტურისტები საქართველოში კომფორტულად ჩამოვიდნენ და პრობლემები არ ქონდეთ. აბაშიძეს რუსეთის მხრიდანაც პოზიტიური ნაბიჯების იმედი აქვს:
„რაც შეეხება რუსეთის სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოგეხსენებათ, საგრძნობლად გამარტივდა მიმდინარე წლის დასაწყისში. თუკი ადრე უახლოეს ნათესავს რუსეთის მოქალაქეს შეეძლო მოეწვია საქართველოს მოქალაქე, ახლა ეს აღარ არის საჭირო. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას, ფიზიკურ თუ იურდიულ პირს შეუძლია მოიწვიოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.
ვიზის გამოგზავნაც მარტივად ხდება, საგარეო უწყება საჭირო აღარ არის, ელექტრონული ფოსტითაც შეიძლება გამოიგზავნოს. ასე რომ, გამარტივებულია ნამდვილად. წინა წლებში გაიცემოდა სადღაც 20 ათასი ვიზა. ახლა, რამდენადაც ვიცი, წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაზიარდა, გაორმაგდა.
რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვნახოთ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა რუსი ტურისტები საქართველოში კომფორტულად ჩამოვიდნენ, პრობლემები არ ჰქონდეთ. მათ 1 წლის მანძილზე შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა.
ეს არა მარტო რუსეთის მოქალაქებისთვის არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქებისთვისა შესაძლებელი და უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ეს ასეც მოხდა. წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა და სადღაც 1 მილიონი ტურისტი კონკრეტულად რუსეთიდან.
ასე რომ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ახლა რუსეთი შემდგომ რა ნაბიჯს გადადგამს, მათი გადასაწყვეტია. თუ უნდათ, რომ კიდევ გაამარტივონ ან საერთოდ მოხსნან, ჩვენ მივესალმებით.“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
წყარო resonancedaily.com
მასალის გამოყენების პირობები






