,,გია ცერცვაძის გადასარჩენად!!! არსებობს სამართლებრივი მხარე ევროპულ სასამართლოს რეგლამენტში“
სოც.მედია - 16:06, 23 Jan, 2017     2860
რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავბებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი და იმ სამართლებრივ გზებზე საუბრობს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამათლოს რეგლამენტშია ასახული.

,,გია ცერცვაძის გადასარჩენად!!!

არსებობს სამართლებრივი მხარე და ეს გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი:

სამართალწარმოებაში მონაწილე მხარის ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე პალატას თავისი ინიციატივით, ან, როდესაც ეს საჭიროა, პალატის პრეზიდენტს შეუძლიათ, მიუთითონ მხარეებს იმ დროებითი ღონისძიებების გატარების შესახებ, რომლებსაც პალატა ან მისი პრეზიდენტი მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე ან სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოების ჯეროვნად წარმართვისათვის საჭიროდ მიიჩნევენ;

2. შეტყობინება ხსენებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უნდა გაეგზავნოს მინისტრთა კომიტეტს;

3. პალატას შეუძლია, მოითხოვოს ინფორმაცია მხარეებისაგან მის მიერ მითითებულ ნებისმიერ დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით.

რეგლამენტის აღნიშნულ მუხლს სასამართლო მიმართავს და იყენებს მხოლოდ გამონაკლის და აუცილებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი ზიანის საფრთხე. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზის შედეგად ნათელი ხდება, რომ ყველაზე ხშირად ევროპის სასამართლო სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეებს დროებითი ღონისძიების თხოვნით მიმართავს ექსტრადიციის, დეპორტაციის, გაძევებასთან დაკავშირებულ საქმეებში, როდესაც მოპასუხე სახელმწიფოების მიერ ხსენებული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი პირი აღმოჩნდებოდა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სამართლიანი სასამართლო განხილვის აშკარა უგულებელყოფის წინაშე. ამგვარად, დროებითი ღონისძიების განხორციელების მოთხოვნა ყველაზე ხშირად ხორციელდება მაშინ, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევის საშიშროება.

თუმცა, ხსენებული საფრთხის შეფასება ძალზედ რთულია. ამიტომ განმცხადებელმა მთელი სიცხადითა და მაქსიმალურად დამაჯერებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არგუმენტები იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, ემუქრებოდეს მის სიცოცხლესა თუ ფიზიკურ და სულიერ შეუვალობას კონკრეტულ ქვეყანაში მისი ექსტრადიციის, დეპორტაციის ან გაძევების შემთხვევაში. საკმარისი არ არის, რომ განმცხადებელმა არგუმენტის სახით მიუთითოს გასაგზავნ ქვეყანაში არსებულ საფრთხესა თუ ბუნდოვან სიტუაციაზე. მან დამაჯერებლად უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ საფრთხე კონკრეტულად მას ემუქრება.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების განხორციელების მოთხოვნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აქვს ადგილი, ანუ როდესაც სახეზეა გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე. მაგალითად, სასამართლო არ მიმართავს მოპასუხე სახელმწიფოს დროებითი ღონისძიების მოთხოვნით, თუკი განმცხადებელი მისი გაძევების, ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში მხოლოდ მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების სავარაუდო დარღვევაზე მიუთითებს, რადგანაც სავარაუდო ზიანი შესაძლებელია ძალიან ადვილად იქნეს გამოსწორებული გაძევებული პირისათვის შესაბამის სახელმწიფოში დაბრუნების უფლების მიცემით.

რაც შეეხება მეთოდს, თუ როგორ უნდა იქნეს წარდგენილი ევროპის სასამართლოში დროებითი ღონისძიების განხორციელების მოთხოვნა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თხოვნა დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით წარდგენილ უნდა იქნეს სტრასბურგის სასამართლოში ეროვნულ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე გონივრულ ვადაში, რათა სასამართლომ შეძლოს აღსრულების პროცესში ჩარევა. ფოსტის, ფაქსისა თუ ტელექსის საშუალებით დროებითი ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს სასამართლოში წერილობითი ფორმით და მას თან უნდა ერთვოდეს საჭირო ინფორმაცია” - წერს სულაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42