რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტის არჩევის წესთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:24, 23 Jan, 2017     1178
საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და სახელისუფლებო უფლებამოსილებების შემცირება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს განიმტკიცოს ერთპიროვნული ძალაუფლება და მყარი გარანტიები შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გზით. ჩვენ, რესპუბლიკელები, როგორც, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მარტო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო, არამედ უკანასკნელი 38 წლის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, თვალნათლივ ვხედავთ წინა ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომების განმეორების საფრთხეს.

საფრთხე ემუქრება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის საყოველთაოდ აღიარებულ და საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ჰქვია ხელისუფლების დანაწილება, ურთიერთბალანსი და კონტროლი. მახინჯი საარჩევნო სისტემის მეშვეობით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიღებული ხმების ნახევარზე ნაკლებით, პარლამენტში მანდატების სამი მეოთხედი გაიფორმა. დღეს პარლამენტი არათუ არ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ მისი ნების აღმსრულებლად გვევლინება. ასევე, წინა ხელისუფლების მორჩილ მოსამართლეთა (რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს სამარცხვინო, უკანონო და ქვეყნისთვის დამაზარალებელი გადაწყვეტილებებით) გადაბირების გზით ხელისუფლებამ არაფორმალურად დაიქვემდაბარა სასამართლო სისტემა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ არსებულ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი არის მხოლოდ ბუტაფორია და შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის დახვეწა-სრულყოფაზე ლაპარაკი კონსტიტუციის ცვლილებების მოსურნე ხელისუფალთაგან არის ტყუილი და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობა.

ასეთ პირობებში განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს პრეზიდენტს, როგორც პერსონალურად, ასევე ინსტიტუციურად, რადგან დღეს ის არის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას ერთი ადამიანისა და მისი გუნდისაგან. ის არის მათი თვითნებური გადაწყვეტილებების ერთადერთი შემაფერხებელი სუბიექტი. ამ ვითარებაში, ჩვენთვის მიუღებელია როგორც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, ისე სახელისუფლებო ფუქნციებისგან, განსაკუთრებით საკადრო საკითხებიდან პრეზიდენტის ჩამოშორების მცდელობა. ამიტომ პრეზიდენტი არსებული სახელისუფლებო უფლებამოსილებებით კვლავ უნდა აირჩეს პირდაპირი წესით, მას უნდა დარჩეს უშიშროების საბჭო და უფლებამოსილებები ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედ პრეზიდენტის უფლებამოსილების და არჩევის წესის შენარჩუნებით ჩვენ, საპარლამენტო რესპუბლიკის მნიშვნელოვან კომპონენტებსაც შევინარჩუნებთ და კონსტიტუციურადაც არ გადავჩეხავთ ქვეყანას პერსონალური უპასუხისმგებლო მმართველობის მორევში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42