საპარლამენტო უმცირესობა გია ცერცვაძეს თავდებში უდგება
პოლიტიკა - 15:23, 23 Jan, 2017     1922
საქართველოს პარლამენტის უმცირესობა უკრაინაში დაპატიმრებულ ქართველ სამხედროს გია ცერცვაძეს თავდებში უდგება. საპარლამენტო უმცირესობამ დაასრულა მუშაობა მიმართვაზე, რომელსაც უკრაინის შესაბამის უწყებებს გაუგზავნის. პარტია „ევროპული საქართველო“ გია ცერცვაძის და მისი ადვოკატისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევისთვის მზადყოფნას აცხადებს, ასევე მათ მოუწოდებს გამოიყენონ ადამიანის უფლებათა კონვენციის 39-ე მუხლი, რომელიც საშუალებას მისცემს დაკავებულს, რომ თავი აარიდოს ექსტრადიციას:

"ჩვენ შევიმუშავეთ შუამდგომლობა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები თავდებში ვუდგებით ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძეს, რომელიც ამჟამად დაკავებულია უკრაინაში და მივმართავთ უკრაინის შესაბამის ორგანოებს, რათა არცერთ შემთხვევაში არ მოხდეს ცერცვაძის გადაცემა რუსეთის სამართალდამცავებისთვის, ასევე ვუდგებით თავდებში, რომ იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან. არაერთი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ არ დაუშვა პირთა გადაცემა ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა რუსეთი და სხვა ქვეყნები, სადაც საფრთხის ქვეშ დგას ადამიანის უფლებათა დაცვა, ასევე რათა ისინი არ დაექვემდებრონ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა.

ამავე პარტიის წევრის ტარიელ ლონდარიძის თქმით, აღნიშნულ საქმეში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს უნიათობა და დაუდევრობა.

„სახელმწიფოში მოშლილია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემა, ჩვენი ჯარისკაცები რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ დღეს არიან მსხვერპლი რუსეთის მხრიდან ძებნისა. მოვითხოვთ შს მინისტრმა მკაფიო განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.“- განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42