სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 15:10, 23 Jan, 2017     1100
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017" (Gruene Woche 2017) გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კრისტოფერ შმიდტთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2017 წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ამასთან, 2017 წლის ზაფხულში დაგეგმილია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრთან, ტარმო ტამისთან შეხვდრაზე ესტონეთი-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის, ასევე, კონკრეტული აგრარული დარგების და მიმართულებების განვითარებისა და სოფლის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მეცხოველეობისა და დაავადებათა კონტროლის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სურსათის უვნებლობის, წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო გამოფენის Gruene Woche 2017-ის ფარგლებში გაიმართა ლევან დავითაშვილის ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან შეხვედრაც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის და სოფლის განვითარების საკითხებზე.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართულ სტენდზე უმასპინძლა სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სურსათის მინისტრს, დეჟან ზიდანს. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის განვითარებისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. სლოვენიის სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება მეფუტკრეობა და თაფლის წარმოებაა. შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მეფუტკრეობის განვითარების კუთხით სლოვენიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საქართველოს მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების განვითარებისთვის დიდი სტიმულია.

გამოფენის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბრონუს მარკაუსკასთან. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მეცხოველეობის, სურსათის უვნებლობის და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და კვლევის კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42