"დღის განმავლობაში თანაშემწის საშუალებით გვაცნობებენ როდის ჩაინიშება პროცესი," - აცხადებს პროკონოვა.
სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით პროკურატურა ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, მონაწილეობდა თუ არა გია ცერცვაძე უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში უკრაინული მხარე ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემაზე უარს იტყვის.
გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს აეროპორტში დააკავეს. კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ კი მას 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცერცვაძეზე ძებნა რუსეთის ფედერაციას აქვს გამოცხადებული, მას რუსი სამართალდამცავები სოჭში 2003 წელს განხორციელებულ მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში სდებენ ბრალს.
ცერცვაძის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მოხალისეს სტატუსით იბრძოდა და რუსეთის მიერ წამოყენებული ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს ატარებს.
უკრაინის პროკურატურამ ამ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოკვლევა დაიწყო.
„შეგახსენებთ, რომ არსებობს მოქალაქის ექსტრადაციაზე უარის თქმის პრაქტიკაც, იმ შემთხვევაში თუ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. იმ შემთხვევაში თუ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დადასტურდება, უკრაინა აგრესორ სახელმწიფოს ამ პირის გადაცემაზე უარს ეტყვის“- აცხადებს უკრაინის პროკურატურა.


მასალის გამოყენების პირობები






