ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.
დაკავებული ჯარისკაცის ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან.
საქმის მასალებს შორის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გადააგზავნა, არის გია ცერცვაძის დეტალური პერსონალური მონაცემები, რომელიც საქართველოს მთავრობის გარდა სხვაგან არსად ინახებოდა.
15 იანვარს ცერცვაძე უკან უკრაინაში დაბრუნდა, როდესაც ის კიევის აეროპორტში დააკავეს.
„პოსკრიპტუმში" გასული სიუჟეტის მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა პასპორტის მონაცემი, რაც კი მის სახელზე საქართველოში გაცემულა, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც კი გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს.
ცნობისთვის, #თავისუფლებაცერცვაძეს #FreeTserertsvadze - სოციალურ ქსელში ქართველი ჯარისკაცის მხარდამჭერი კამპანია აქციურად მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






