როგორ აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში? აღნიშნულ საკიტხზე სკანდალური რეპორტაჟი „პოსკრიპტუმს“ ჰქონდა. საუბარია აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძეზე, რომელიც რუსეთის მოთხოვნით და კავებულია და დღეს იგი ციხეში ზის. ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს.
ბოლო დროის ერთ-ერთ ყველზე სკანდალურ საქმეზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. აღნიშნულ საქმეზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა ნაციონალურ მოძრაობაში. აკო მინაშვილი გია ცერცვაძის საქმეს სახელმწიფოს ღალატის მაგალითად ასახელებს და მისი პერსონალური მონაცემების გადაცემას რუსეთის სპეცსამსახურებისათვის დაშვებელს უწოდებს. ბრიფინგს პარტიის ოფისში ესწრებოდა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსი ხატია დეკანოიძეც, რომელმაც ვრცლად განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი არგუმენტაცია, სადაც უწყება მონაცემების გადაცემის საკითხს ინტერპოლთან თანამშრომლობით ხსნის.
ხატია დეკანოიძის განცხადებით ქართული მხრიდან, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებითა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საზღვარზე გაშვებით, მთავრობამ ის დაპატიმრებისათვის გაიმეტა. და ეს იყო ხრიკი.
„ვინაიდან საერთაშორისო პრინციპებიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფება რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეს ვერ გადასცემდა, შსს-მ განზრახ გაატარა გიორგი ცერცვაძე საზღვარზე, რათა სხვა სახელმწიფოს მისი რუსეთისთვის გადაცემის საშუალება ჰქონოდა. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების შებღალვის პირველი მაგალითი“ -აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






