რეორგანიზაცია შერჩევითი მიდგომით - საია პარლამენტს საჯარო სამსახურებში კონტროლის განხორციელებას მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:18, 23 Jan, 2017     1497
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რომელიც შეეხებოდა საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით, საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაცის პროცესსა და საჯარო მოხელეთა სამსახურიდან შესაძლო განთავისუფლებას. საიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა საჯარო განცხადება და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები.

ამასთანავე, საიამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან და საჯარო სამსახურის ბიუროდან საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და მიმართულებების თაობაზე, ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის კოორდინაციის საკითხით შტატების შემცირების შესახებ.

საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ არ წარმოგვიდგინა ერთიანი ხედვა საბიუჯეტო ხარჯების 10%-ით შემცირების აუცილებლობის, ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და კრიტერიუმების შესახებ; გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია შტატების რეორგანიზაციისა და საჯარო სამსაახურის ბიუროსთან არსებული კოორდინაციის თაობაზე; საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში განხორციელებული ინსტიტუციური ანალიზი ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას და არ უკავშირდება შტატების მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს. მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობასა და კონკრეტულ სამინისტორებს არ მიუმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში რეკომენდაციების მიღების მიზნით.

არსებული მდგომარეობით, რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაიწყო შტატების შემცირება. საიასთვის, საჯარო მოხელეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იკვეთება რისკები, რომ მოხდეს თვითნებურად და შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე - მოხელეთა იძულება პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, პრემიერის მიერ ინიცირებულ პროცესზე დროული და ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებს (იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი) და მოუწოდა საგაზაფხულო სესიაზე საკომიტეტო ფორმატებში მოისმინოს მინისტრების ანგარიშები საბიუჯეტო სახსრების შემცირების, რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე.

საია აქტიურადაა ჩართული პროცესის მონიტორინგში და უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა იურიდიულ დახმარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42