ცერცვაძის საქმე- "რუსეთის შურისძიება ქართულ სახელმწიფოზე, ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით"
პოლიტიკა - 12:18, 23 Jan, 2017     1995
როგორ აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში? - აღნიშნულ საკიტხზე სკანდალური რეპორტაჟი „პოსკრიპტუმმა“ მოამზადა. საუბარია აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძეზე, რომელიც რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და დღეს იგი ციხეში ზის. ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს.

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველზე სკანდალურ საქმეზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. აღნიშნულ საქმეზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა ნაციონალურ მოძრაობაში. აკო მინაშვილი გია ცერცვაძის საქმეს სახელმწიფოს ღალატის მაგალითად ასახელებს და მისი პერსონალური მონაცემების გადაცემას რუსეთის სპეცსამსახურებისათვის დაუშვებელს უწოდებს.

ბრიფინგს პარტიის ოფისში ესწრებოდა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსი ხატია დეკანოიძეც, რომელმაც ვრცლად განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი არგუმენტაცია, სადაც უწყება მონაცემების გადაცემის საკითხს ინტერპოლთან თანამშრომლობით ხსნის.

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. ოპოზიცია მიმართავს უკრაინის საელჩოს საქართველოში, რომ არ დაუშვას გია ცერცვაძის ექსტრადიცია.

„ივანიშვილის მართული სამთავრობო უწყებები შეგნებულად ხელს უწყობენ და პირდაპირ ეხმარებიან ოკუპანტ სახელმწიფოს, გაუსწორდეს და დასაჯოს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პატრიოტი ადამიანები.

ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ხლისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები შკრილნიკოვი, გევორქიანი, ჩახალიანი და ამავე დროს დაატყვევა თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებისათვის მებრძოლი რომა შამათავა (ბრალს უყენებენ ბაღაფშის ინტერვიუს საფუძველზე რუსულ გამოცემასთან); შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალეკო გორგაძე, რომელმაც დაატყვევა რუსი ელიტარული სადაზვევრვო სამხედრო დაჯგუფების ოფიცერი, ზურა შამათავა კი დაიჭრა აგვისტოს ომში, გენერალ გიგი კალანდაძეზე რუსეთის მხრიდან ძებნის გამოცხადების შემდეგ, როცა უკრაინამ უარი თქვა ექსტრადირებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ბრალი გამოიგონა.

ეს არის რუსეთის ხელიფულების შურისძიება ქართულ სახელმწიფოზე და საქართველოს ერთგულ, მამაც და თავდადებულ ჯარისკაცებზე. შურისძიება, რომელიც ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლების ხელით და აქტიური მონაწილეობით ხორცილდება.

ოლიგარქს ავიწყდება თავისუფლებისათვის, ქვეყნისა და მოქალაქეებისადმი ბრძოლა უწყვეტი, მარადიული და ფასდაუდებელია, ხოლო ღალატს მაღალი და მძიმე ფასი აქვს, რომლის გადახდა აუცილებლად მოუწევთ ქართველი ხალხის წინაშე“ - აღნიშნა აკო მინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42