მაღალჩინოსნები და მინისტრები ცერცვაძის საქმეში- ენმ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს
პოლიტიკა - 12:14, 23 Jan, 2017     2346
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედება სახელმწიფო ინტერესების ღალატი და აბუჩად აგდებაა.

ასევე, პარტია კონკრეტულ გეგმას აცხადებს, იმისათვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს როგორც ცერცვაძის შემთხვევაში, ასევე მომავალში თავი შეიკავოს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისგან.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკო მინაშვილმა და ხატია დეკანოიძემ ისაუბრეს.

„ივანიშვილის მართული სამთავრობო უწყებები შეგნებულად ხელს უწყობენ და პირდაპირ ეხმარებიან ოკუპანტ სახელმწიფოს, გაუსწორდეს და დასაჯოს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პატრიოტი ადამიანები.

ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ხლისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები შკრილნიკოვი, გევორქიანი, ჩახალიანი და ამავე დროს დაატყვევა თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებისათვის მებრძოლი რომა შამათავა (ბრალს უყენებენ ბაღაფშის ინტერვიუს საფუძველზე რუსულ გამოცემასთან); შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალეკო გორგაძე, რომელმაც დაატყვევა რუსი ელიტარული სადაზვევრვო სამხედრო დაჯგუფების ოფიცერი, ზურა შამათავა კი დაიჭრა აგვისტოს ომში, გენერალ გიგი კალანდაძეზე რუსეთის მხრიდან ძებნის გამოცხადების შემდეგ, როცა უკრაინამ უარი თქვა ექსტრადირებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ბრალი გამოიგონა.

ეს არის რუსეთის ხელიფულების შურისძიება ქართულ სახელმწიფოზე და საქართველოს ერთგულ, მამაც და თავდადებულ ჯარისკაცებზე. შურისძიება, რომელიც ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლების ხელით და აქტიური მონაწილეობით ხორცილდება.

ოლიგარქს ავიწყდება თავისუფლებისათვის, ქვეყნისა და მოქალაქეებისადმი ბრძოლა უწყვეტი, მარადიული და ფასდაუდებელია, ხოლო ღალატს მაღალი და მძიმე ფასი აქვს, რომლის გადახდა აუცილებლად მოუწევთ ქართველი ხალხის წინაშე“ - აღნიშნა აკო მინაშვილმა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით კი ქართული მხრიდან, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებითა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საზღვარზე გაშვებით, მთავრობამ ის დაპატიმრებისათვის გაიმეტა. და ეს იყო ხრიკი.

„ვინაიდან საერთაშორისო პრინციპებიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფება რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეს ვერ გადასცემდა, შსს-მ განზრახ გაატარა გიორგი ცერცვაძე საზღვარზე, რათა სხვა სახელმწიფოს მისი რუსეთისთვის გადაცემის საშუალება ჰქონოდა. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების შებღალვის პირველი მაგალითი“ -აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას მოერიდოს, ის შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

1. სრული პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა გიორგი ცერცვაძეს, როგორ საქარათველოში, ასევე უკრაინაში.

2. ნაციონალური მოძრაობის მიმართვა უკრაინის საელჩოს საქართველოში. ჩვენი მიზანია, კიდევე ერთხელ, მივმართოთ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, რატომ არის მიუღებელი და დაუშვებელი გია ცერცვაძის გადაცემა რუსეთის ფედერაციისათვის, იმ სამხედროს გადაცემა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოსა და უკრაინის თვაისუფებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.

3. მივმართავთ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319- მუხლით “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება” – სახელმწიფო უწყებების მხრიდან საიდუმლო და პირადი ინფორმაციების გადაცემა ოკუპანტი სახელმწიფოსადმი, რომელიც ამ მონაცემებს იყენებს საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. აშკარაა, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები მინისტრების ჩათვლით.

4. ვაცნობებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების დევნის დაწყებას და ექსტრადირებას რუსეთის ფედერაციაში, სადაც ადამიანის უფლებებ არ არის დაცული და არსებობს მაღალი ალბათობა პატიმრის წამების და მკვლელობის. ასეთ სახელმწიფოში ადამიანის ექტრადირება იკრაძალება საერთაშორისო სტანდარტებით.

5. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციების ინიცირება.

6. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა საქართველოს პარლამენტში, რომელიც იმუშავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მებრძოლი ადამიანების შესახებ რუსეთის ფედერაციისადმი გადაცემის ფაქტებზე, რომელმაც სისტემური ხასიათი მიიღო. შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები კი განზრახ უგულვებელყოფენ ამ ქმედებებს და სათანადო რეაგირებას არ ახდენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42