„ზამთარი გვაძლევს საშუალებას ავიმაღლოთ იმუნიტეტი ციტრუსების ხარჯზე, რომლითაც უხვად ვართ განებივრებულები საქართველოში. მას გააჩნია ანტიკანცერული, ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტი, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედებაზე, ანუ კუაგულაციაზე, რაც სისხლის მოქმედებას აუმჯობესებს ორგანიზმში რაც ძალიან ზამთრის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია“- გვირჩევს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
ვიტამინებით ყველაზე მდიდარი ციტრუსებს შორის ფორთოხალია, მას ბევრი დადებითი თვისება აქვს, შეიცავს C,B და P ვიტამინებს.
მანდარინში დაახლოებით იმდენივე რაიოდენობის ვიტამინია, რამდენიც ფორთოხალში. ეს ხილი განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, თუმცა ციტრუსების ალერგიულების გამო მისი მიღება დიდი რაოდენობით რეკომანდირებული არ არის.
განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ლიმონი. მას გაციებისა და ანგინის დროს აქტიურად იყენებენ. ეს C- ვიტამინით მდიდარი ციტრუსი ფორთოხლისა და მანდარინის მსგავსად თმისა და კანის სტრუქტურას, ასევე გუნება განწყობილებას აუმჯობესებს .
ონკოლოგიური დაავადებებისა და ზედმეტი წონის მოშაშორებლად ყველაზე სასარგებლო კი გრეიფრუტია.
როგორც ალერგოლოგები გვირჩევენ, ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვუწოდოთ, რომ მიიღონ დიდი რაოდენობით ციტრუსები რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ფსევდო ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება: ადამიანებს რომელსაც აქვთ სეზონური ალერგია მათ შეიძლება ჰქონდეთ რეაქცია ციტრუსებზეც. მისი მიღება არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაც. მედიკოსები ციტრუსების გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენებას არ გვირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები






