NDI-ს მიერ ორგანიზებულ კვლევაზე, საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე მსჯელობენ. კონფერენციას დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
მხარეები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობასა და შედეგების ყოველდღიურ გადატანაზე მსჯელობენ.
„ჩვენ გვქონდა ღია დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენენ კვლევები და გამოკითხვები საზოაგადოებრივ აზრზე, ასევე რა გავლენას ახდენენ ისნი თავად საზოაგდოების ლიდერებზე, ჟუნალისტებსა და პოლიტიკურ პარტიებზე“, - აღნიშნა „ენ დი აი“-ს დირექტორმა საქართველოში ლორა თორნტონმა.
აშშ-ს ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, პოლიტიკური ძალაუფლების წყარო ხალხია, შესაბამისად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას ფიქრობენ ისინი:
„პოლიტიკური ძალაუფლების წყარო ხალხია, შესაბამისად მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ რას ფიქრობს ხალხი, საზოგადოერივი აზრის კვლევა არ არის ზუსტი მეცნიერება, თუმცა, ძალიან საჭიროა“, - აღნიშნა იან კელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






