„გაზპრომის“ საკითხი - ენმ ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის პროექტს წარადგენს
პოლიტიკა - 10:01, 23 Jan, 2017     1446

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბიუროს სხდომაზე „გაზპრომთან“ დაკავშრებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს. ოპოზიცია რუსულ ენერგოკომპანიასთან გაზაფორმებელი ხელშეკრულების გასაჯაროებას და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ:

„ჩვენ ვითხოვთ მთავრობის პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების გასაჯაროებას და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ამ მოღალატეობრივ ხელშეკრულებას უკავშირდება. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს აჩვენებს რამდენად უსუსური და არაკომპეტენტურია ჩვენ სამთავრობო გუნდი, მაგრამ იმავდროულად ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზს თუ რამხელა პოლიტიკური ბერკეტები მოიპოვა რუსეთმა ჩვენს ხელისუფლებაზე,“ - განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა.

რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერს ევროპული საქართველოც:

ჩვენ მას ასევე მხარს დავუჭერთ ბუნებრივია. აუცილებელია, რომ ეს ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. აუცილებელია გაიმართოს პოლიტიკური დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლება და კალაძე გაურბიან ამ საკითხზე საუბარს, ჩვენ იძულებულს გავხდით უმრავლესობას ისაუბრონ გაზპრომის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე სერგო რატიანი.

ოპოზიციის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში:

„არანაირი რეზოლუცია საჭირო არ არის, რადგანაც არსი და აზრი რეზოლუციის არ იძებნება. ყველა დაინტერესბული მხარისთვის გასაგებია, რა შინაარსს შეიცავს ეს. არის საჯარო ნაწილი, რომელიც სავსებით გასაგებია და არის კომერციული ნაწილი, რომელზეც მხარემ პასუხისმგებლობა აიღო, რომ არ გაასაჯაროებს. არ საჭიროებს ეს დამატებით მინისტრის ან სხვა პირის დაბარებას პარლამენტში,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა დავით მათიკაშილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42