საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი დღეს საქართველოს პარლამენტში პირველ შეხვედრას გამართავს. კომისიის წევრები თემის კომენტირებისას კონკრეტულ ცვლილებებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ამ თავის მთლიანად გადასინჯვა იგეგმება:
“ამ ინტენსივობით თუ გაგრძელდა მუშაობა, ჩვენ ნამდვილად მოვასწრებთ იმ დაანონსებულ დროში ცვლილებების პაკეტის მომზადებას, რაც ჩვენს მიერ წინასწარ იქნა გაცხადებული. ამ თავის გადასინჯვა იგეგმება, სამუშაო ფორმატში და მიღებული იქნება ყველა საქმიანი წინადადება და გარკვეულ კონსენსუსამდე მივლენ კომისიის წევრები დარწმუნებული ვარ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კრიტიკულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია:
„ჩვენ არ გვაქვს რწმენა, რომ საკონსტიტუციო კომისია ისეთ ცვლილებებს შეიმუშავებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. ქართული ოცნების მთავარი მიზანია საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება და არა ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






