P.S.-ის ექსკლუზივი: ,,გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების საიდუმლო დეტალები
პოლიტიკა - 23:45, 22 Jan, 2017     4165
რა ფასს გადაიხდის რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ? - პოსტსკრიპტუმისთვის ცნობილი გახდა, რომ ტარიფი, რომლითაც საქართველო გაზპრომს მოემსახურება, ემთხვევა უკრაინულ ტარიფს, თუმცა უკრაინული მხარე კარგა ხანია ამ ტარიფის სამჯერ გაზრდას მოითხოვს.
„P.S."- ში გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარკვეული კალკულაციები გაკეთდა. როგორც ცნობილია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის სახით რუსეთიდან სომხეთში ყოველწლიურად გადის 2 220 000 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, საქართველოს კი ამ ტრანზიტის საფასურად რჩებოდა 10% , დაახლოებით 220 000 000 კუბური მეტრი აირი. თუ ბუნებრივი აირის ამ მოცულობას საქართველო გაზპრომისგან შეიძენდა, 185$ ლარად თანხაში შეადგენდა 40 700 000 დოლარს. პოსკრიპტუმის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც არცერთი მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს, საქართველოზე გაზის გატარებაში გაზპრომი ყოველ 1000 კუბურ მეტრში 6 დოლარს გადაიხდის, ანუ საქართველო ყოველწლიურად მიიღებს 13 200 000 დოლარს. იმ თანხით რაც საქართველო გაზის გატარებისთვის მიიღებს , შესაძლებელია 71 000 000 კუბური მეტრი აირის შეძენა, რაც 149 000 000 კუბური მეტრით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რასაც საქართველო ნატურით ანაზღაურების დროს იღებდა. რუსეთის მიერ მოწოდებულ ამ გაზს, საქართველო დენის და გაზის ტარიფის დასაბალანსებლად იყენებდა.
ზუსტად რა მოცულობის ბუნებრივი აირი დააკლდება საქართველოს ენერგო სისტემას, ენერგეტიკის სამინისტროში ისევ კომერციული საიდუმლოს მოტივით, არ აკონკრეტებენ, თუმცა მიუთითებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რუსული გაზის ფიქსირებულ ფასად შეძენის საშუალება ექნება.

გაზპრომმა ფულად ანაზღაურებაზე გადასვლის საკითხი პირველად ერთი წლის წინ დააყენა, მაშინ რუსული მხარე აცხადებდა რომ გაზრდილი მოხმარების გამო საქართველოზე გამავალი მილსადენის მთელი სიმძლავრე, 2.5 მილიარდი კუბი, სომხეთის მოსამარაგებლად სჭირდებოდა და საქართველოსთვის ნატურით გადასახდელი აირი უბრალოდ აღარ რჩებოდა.

ბუნებრივი აირის რა მოცულობის მიღება შეეძლება საქართველოს სინამდვილეში უცნობია.

წყარო: rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42