ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საფეხმავლო გადასასვლელებით მოსარგებლე მოქალაქეებს აჯარიმებენ
პოლიტიკა - 18:43, 22 Jan, 2017     2789
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კონტროლს ამკაცრებს და აცხადებს, რომ მოქალაქეებს გადადგილება მხოლოდ ენგურის ხიდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ამ მიზნით მარიონეტულმა რეჟიმმა ხიდზე ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შექმნა - ხიდზე ჩვეულებრივი ავტობუსი დგას და ე.წ. მესაზღვრეები მოქალაქეებს სპეციალური საშვების აღებას ავალდებულებენ, რომელსაც რუსი ოკუპანტები და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები გარკვეული გადასახადის გადახდის შემდეგ იძლევიან. დამატებითი გადასახდის გადახდა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალქაეს თან 10 კგ-ზე მეტი ბარგი აქვს.

მარიონეტული რეჟიმის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ მიიღო და მისი მიღება ე.წ. საგადასახადო შემოსავლების გაზრდის მიზეზითაც არის განპირობებული

აღნიშნული მიზეზით, 22 იანვარს სპეციალური რეიდი ჩატარდა ე.წ. საფეხმავლო გადასასვლელ ფონებზე, რომლის მეშვეობითაც ადრე მოსახლეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. თვითმხილველების განცხადებით, რუსი მესაზღვრეები, გალისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხმავლო გადასასვლელებთან ჩასაფრდნენ.

დღის განმავლობაში, 4 საათის შემდეგ, ოკუპანტებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს და მათ, როგორც "საზღვრის დამრღვევებს" ჯარიმის სახით 200 ლარის ექვივალენტი რუსული რუბლის გადახდა აიძულეს. რამოდენიმე მათგანს, მობილური ტელეფონიც წაართვეს, იმ მოტივით, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ მობილურ ქსელებში იყვნენ ჩართულები.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქალაქე მსგავს "დარღვევაში" განმეორებით იყო შემჩნეული, ჯარიმის ოდენობა 500 ლარის ექვივალენტს აღწევდა. ასეთი ერთი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. ოკუპანტების განცხადებით, თუ მოქალაქე ე.წ. აფხაზური ადმინისტრაციის რომელიმე უწყებაში იქნება დაფიქსირებული ჯარიმის სახით 800 ლარის ეკვივალეტი თანხის გადახდა მოუწევს.

ოკუპანტები და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პირველი რეიდია და მსგავს აქციებს ისინი კვლავაც გაიმეორებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42