ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ ამ სტატუსის მატარებელი უკვე წელს ათასობით ადამიანი გახდება, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება. მისივე თქმით, სისტემაში დაგეგმილია ასევე სხვა ცვლილებებიც, მათ შორის განახლებული საგამოცდო პროცესის დეტალები.
„საკითხი მთავრობის სხდომაზე სამშაბათს გადის. ცვლილებები უკვე ცნობილია, პედაგოგიური უნარების გამოცდა დაბრუნდა ორივე გამოცდაში უქმდება ბარიერი, ემატება დამატებითი აქტივობები, რომელიც მაქსიმუმ 5 კრედიტის მიღების საშუალება იქნება. მთლიანობაში საქმე არ გამარტივებულა, მაგრამ მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდა პედაგოგებისთვის და ჩვენ მოველით, რომ წლევანდელ წლებს ათასობით პედაგოგი შეძლებს, რომ უფროსი მასწავლებელი გახდეს, დაწინაურდეს და ანაზღაურებაც გაეზარდოს და პროფესიული თვალსაზრისითაც დაიხვეწოს მისი უნარები,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






