„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 18:47, 21 Jan, 2017     1447

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი, პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმ საკითხების იდენტიფიცირება მოხდა, რომელებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადებიდან გამომდინარე გამოიკვეთა. საკითხები შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნას, სამერვეო საბჭოს არჩევას და სხვა. სამუშოა ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ისე უნდა დაიხვეწოს და გახდეს მოქნილი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამუშო ჯგუფს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება და საკითხთა ჩამონათვალიც შეიძლება გაიზარდოს.
„ჩვენ ვიმუშავეთ რამდენიმე საკითხზე, რაც კანონმდებლობის კუთხით ხარვეზებს და პრობლემებს ქმნის. ეს ეხება შიდა საქმიანობას, როგორც უფებამოსილების ფარგლების გამიჯვნის კუთხით, ასევე სამეურვეი საბჭოს არჩევის წესს. ბევრ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო წინადადებები, რომლებსაც სამუშო ჯგუფი განიხილავს. შემდეგი შეხვედრისთვის გვექნება შესაძლებლობა უკვე შინაარსობრივ ნაწილზე გადავიდეთ. მოვიწვევთ დამატებით ექსპერტებს. ჯგუფი იმუშავებს კონკრეტულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დოკუმენტი მზად იქნება, უფრო ფართო აუდიტორიასთან გაიმართება დისკუსია.

„მთავარი ამოცანა არის ის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მიზანი, რომ ის გამოხატავდეს იმ ძირითად არს, რაც კანონითაა დადგენილი, რომ მას ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პირუთვნელად ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს“,-განაცაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 იანვრის სხდომაზე მიიღო, როდესაც განიხილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42