კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადვოკატების მოთხოვნას საკონსტიტუციო კომისიამ მხარი დაუჭირა
პოლიტიკა - 18:30, 21 Jan, 2017     1621
საკონსტიტუციო კომისიის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში, ნაცვლად სიტყვისა ”დამცველი” ტერმინი - “ადვოკატი“ დაფიქსირდეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრი, დავით ასათიანი ავრცელებს. მისი თქმით აღნიშნული ცვლილება არა მხოლოდ ადვოკატის პროფესიას, არამედ ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებასაც წაადგება.

“მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს ადვოკატის როლისა და ადვოკატთა გაერთიანების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი. ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო კომისიას და შემდგომ უკვე პარლამენტს შევთავაზეთ, საქართველოს კონსტიტუციაშიც ასახულიყო მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლის და იურიდიული პროფესიის მნიშვნელობის თაობაზე. ადვოკატთა კორპუსის დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის და ამდენად, ამის თაობაზე კონსტიტუციური ჩანაწერის არსებობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლის უზენაესობის განმტკიცებისათვის.“ - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი დავით ასათიანი.

მისი თქმით, კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში ნახსენები სიტყვა “დამცველი“, სათანადოდ ზუსტად ვერ წარმოაჩენდა იურიდიული პროფესიის რაობასა და მნიშვნელობას.

“ტერმინი -ადვოკატი საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია, ხოლო სიტყვა – “დამცველი” სათანადოდ ზუსტად ვერ წარმოაჩენს იურიდიული პროფესიის რაობასა და მნიშვნელობას. ამიტომ აუცილებელად მივიჩნიეთ, მოგვეთხოვა კონსტიტუციაში ადვოკატის როლის თაობაზე ჩანაწერის არსებობა და სიტყვა “ადვოკატის“ ჩაწერა. “მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები გაგებით შეხვდნენ ამ ინიციატივას და ასეთ დემოკრატიულ და პროგრესულ ჩანაწერზე უარი არ თქვეს. შესაბამისად, კონსტიტუციაში გაჩნდება სიტყვა -“ადვოკატი“ და შევა ჩანაწერი, რომელიც გახდება ადვოკატურის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის გარანტია. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ადვოკატის როლის გაძლიერებას და ზოგადად იურიდიული პროფესიის განვითარებას, რაც სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ერთ-ერთი წინაპირობაა. ყველა სხვა კანონი, თუ ქვემდგომი სამართლებრივი აქტი, რომელიც მოქმედებს ანდა მომავალში იქნება მიღებული უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარასოდეს დადგება ეჭვქვეშ ადვოკატის როლის, ადვოკატურის დამოუკიდებელობისა და თვითმმართველობის საკითხი“, - აღნიშნა დავით ასათიანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიქმნა და მისი მიზანია 2017 წლის 30 აპრილამდე, კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის მომზადება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42