„არავინ არ მახსოვხართ გულდაწყვეტილი, როდესაც გულზე აკრული პატარა ქალიშვილით საქართველოს ვტოვებდი“
სოც.მედია - 17:37, 21 Jan, 2017     19793
„გეყოფათ ეს გულისამრევი შეგონებები. მითუმეტეს მათ, ვისაც იმის მესამედის გაკეთებაც არ შეგიძლიათ საკუთარ მიწაზე, რასაც სხვა უცხო მიწიდან აკეთებს საკუთარი ხალხისთვის და ქვეყნისთვის.“ - წერს უცხოეთში მყოფი სულა სულაშვილი და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

სულა სულაშვილი: „სადაც არ უნდა ვიყო, დედამიწის ნებისმიერ კონტინეტზე, ნებისმიერ ქვეყანაში; რა სოციალური სტატუსიც არ უნდა გამაჩნდეს, დირექტორი, საზოგადო მოღვაწე, თუ ბომჟი, მე ვარ ჯვარდაწერილი ჩემს სამშობლოზე, რომელსაც არასოდეს გავყრივარ და არც გავეყრები.
როდესაც ნიშნის მოგებით, სამშობლოდან გაქცეულს მიწოდებთ,(და ზოგჯერ ღალატადაც მითვლით) მინდა გითხრათ, რომ გაქცეულსა და გაძევებულს შორის დიდი განსხვავებაა... და თუ რატომაც არ ვბრუნდები საქართველოში, ამასაც აქვს მნიშვნელოვანი მიზეზი, რაზეც საუბარი დაწვრილებით, ნამდვილად მეუხერხულება...
ზოგადად კი გეტყვით: ჩემი აქ ყოფნით, უამრავი ჩემი თანამემამულე გადარჩა. გადარჩნენ პირველ რიგში სასიკვდილოდ განწირული ბავშვები, რომლებსაც ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები და შესაბამისი მკურნალობა . უამრავ ქართველ სტუდენტს მიეცა საშუალება, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში უფასოდ გაეგრძელებინა სწავლა ცოდნის ასამაღლებლად.
ბევრ ხელოვანს მიეცა შანსი საკუთარი შემოქმედება გაეტანა საზღვრებს გარეთ და ვთვლი, გავაკეთე და ვაკეთებ იმაზე მეტს, რასაც საქართველოში ყოფნის შემთხვევაში შევძლებდი.
და სწორედ, როდესაც მეტის გაკეთება მოვისურვე ჩემს ქვეყანაში, მაშინ გამომაძევეთ.
არავინ არ მახსოვხართ გულდაწყვეტილი, როდესაც გულზე აკრული პატარა ქალიშვილით საქართველოს ვტოვებდი. არც არავის შეგიწევიათ სიტყვა მართალი ჩემს დასაცავად. თქვენ, მე საქართველოშივე მაქციეთ გარიყულად, მაგრამ მე უცხო მიწიდანაც არ მიმიტოვებიხართ.
ჰოდა გეყოფათ ეს გულისამრევი შეგონებები. მითუმეტეს მათ, ვისაც იმის მესამედის გაკეთებაც არ შეგიძლიათ საკუთარ მიწაზე, რასაც სხვა უცხო მიწიდან აკეთებს საკუთარი ხალხისთვის და ქვეყნისთვის.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42