“ქვეყნისთვის სასარგებლო ის იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს დაპირება შეესრულებინა და 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია გაექრო პოლიტიკური არენიდან და ენმ-ს პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა, როგორც ის მოსახლეობას ჰპირდებოდა. ამის სანაცვლოდ ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა შეინარჩუნა ყველა არჩევნებზე , ენმ-მ თავისი „მაოხრებელი გზირის“ როლი მნიშვნელოვანწილად შეასრულა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. გარკვეულმა რაოდენობამ ადამიანებისა ოცნებას სწორედ იმიტომ მისცა ხმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მობრუნებულიყო. უარეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ცუდ „ოცნებას“ შორის, მაინც ოცნების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ძალიან მზაკვრული გეგმა, რომელმაც პოლიტიკური პროცესი ძალიან მძიმე ჩიხში შეიყვანა. რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მართული პროცესია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ბოკერია-ივანიშვილის გარიგებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვლაპარაკობდი, მანამდეც ვიდრე უგულავა გამოვიდოდა ციხიდან. ბოკერიას და დანარჩენებს როგორც ჩანს მისაღები წინადადება შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილი დღეს ცდილობს, რომ სატელიტი ოპოზიცია შეიქმნას ნაციონალური მოძრაობის ამ ნაწილის სახით, ის ასევე შეეცდება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებასაც, იმისთვის, რომ მმართული ოპოზიცია ჰქონდეს. მან ჯიბეში ჩაიდო მთელი საქართველო.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






