ბურჯანაძის თმქით, სწორედ ამ ადამიანებმა დაანგრიეს ქვეყანა, რომლებიც სააკაშვილს პარტიას ედავებიან.
„დღეს მიხეილ სააკაშვილს ებრძვიან ის ადამიანები, რომელთა ხელითაც ის მე მებრძოდა და რომელთა არგუმენტებსაც ის მე მიყვებოდა ძალიან ხშირ შემთხვევაში და არა იმ არგუმენტებს, რომელსაც მე მას ვთავაზობდი. მე გავაფრთხილე თავის დროზე არაერთგზის მიხეილ სააკაშვილი, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი გზა ქვეყნის განვითარების იყო ის რასაც მე ვთვაზობდი და არა ის რასაც ბოკერია, უგულავა და სხვები სთავაზობდნენ. ძალიან ბევრი არასწორი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილის დროს იქნა მიღებული სწორედ ამ ადამიანების სინდისზეცაა სააკაშვილთან ერთად. ისე სააკაშვილის დანახვა საინტერესო კი იქნებოდა, რას ფიქრობს ახლა, როდესაც მან თავისი კარიერა და შანსი, რომ ოქროს ასოებით ჩაწერილიყო საქართველოს ისტორიაში, ხომ დაანგრია, და რაც მთავარია ქვეყანას შეუქმნა პრობლემები სწორედ იმ ადამიანების დაჯერებით, რომლებიც დღეს მას ედავებიან და პარტია გაუყვეს. სააკაშვილი იყო ლიდერი და ის თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის, მაგრამ ბოკერია იყო იდეოლოგი ყველაფერი იმის, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა და მე მახსოვს გამუდმებული კამათი ჩემი და ბოკერიასი. მე ნამდვილად არ ვიქნები სწორი , რომ სააკაშვილზე გაბრაზებულმა, მხოლოდ სააკაშვილისკენ გავიშვირო ხელი და ამ ადამიანების წვლილზე არაფერი ვთქვა. რამდენჯერ ვუთხარი უგულავასაც, რომ მათი რეფორმები, რეფორმები კი არა ადამიანებზე გადავლა და სულში ჩაფურთხება იყო. საერთოდ ადამიანებს ადამიანებად არ თვლიდნენ და ამის იდეოლოგი იყო ბოკერია და ის ადამიანები, რომლებიც ახლა იმ გუნდში არიან. არც აქეთ არიან ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ ძირიტადი კამათი მე სწორედ ბოკერიასთან და იმ ადმაიანებთან მქონდა, ვინც ბოკერიას ფრთის წარმომადგენელი იყო.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტვ ,,პირველში“ დიანა ტრაპაიძის გადაცემაში ჩართვისას.
მასალის გამოყენების პირობები






