,,15 წლის ვიქნებოდი ასე ალბათ, პატრიარქის ბომბორა მეცხვარე ძაღლს ლომას მოვასეირნებდი ბარათაშვილის ხიდზე. უცებ მერსედესი გაჩერდა და მანქანიდა 4 ტიპი გადმოვიდა. ერთი ახალგაზრდა, ასე 22 - 24 წლამდე, დანარჩენები კი ბიძა კაცები სამნი, მათ შორის ერთი უცხოელი. უცებ იმ ახალგაზრდამ საბარგულს ახადა, მომიახლოვდა და დაგაზული ტონალობით მეუბნება - ჩასვი ბიჭო ძაღლი საბარგულშიო! რატომ უნდა ჩავსვა მეთქი ?!
რატომ და ჩემიაო, ლეკვი რომ იყო მუშებმა მომპარეს შარშან გაზაფხულზე დაჩიდანო.
რა შარშან, რის შარშან ? რა ლეკვი, რის ლეკვი, 8 წლის ძაღლია, საპატრიარქოშია გაზრდილი, საიდან მოიგონე მოპარვა, აშკარად გეშლება, სხვას ამსგავსებ მეთქი ( ყველანი ერთმანეთს კი გვანან ეს დალოცვილი ბუთქუჩები ) ძაღლის ასაკში რომ დამერწმუნებინა ლაშები ავუწიე ლომას და სანახევროდ გადაცვეთილი ეშვები დავანახე. შინაგანი თანაგრძნობაც გამიჩნდასავით, მეგონა შვებით ამოისუნთქებდა და დამშვიდდებოდა ამ ყველაფრის მერე მაგრამ პირიქით, ტყუილდი მხილებული უფრო გამწარდა, ძაღლი ჩემია ბიჭო და ჩასვი ახლავე საბარგულში თორემ გაგიხვრიტავ შუბლსო, ქამრიდან იარაღი გააძრო, გადატენა და მომიშვირა. ნუ მივხვდი რომ უბრალოდ ძაღლის შეწერვა უნდოდა ცოცხალი თავით დამთმობი არ ვიყავი მარა ლომა რომ მიმექსია ესროდა და მოკლავდა. რა უნდა მექნა ? მოვუტრიალდი იმ ბიძა კაცებს, ეგება ამათ მაინც შევასმინო რამე მეთქი და ვეუბნები - თუ თქვენია ბიძაჩემო წამოდით საპატრიარქოში ჩავიდეთ, იქ გაარკვიეთ და მერე წაიყვანეთ, მე ცოცხალი თავით ვერ გაგატანთ მეთქი. ეს შეთავაზება ჭკუაში დაუჯდათ რატომღაც ამ ბიძებს, აჟიტირდნენ, წავიდეთ პატრიარქი ვანახოთ სტუმარსო და წამომყვნენ. პატრიარქი ეზოში სეირნობდა გარეჯიდან ჩამოსულ მამა გრიგოლ კობახიძესთან, მამა დავით ჭინჭარულთან და მამა ბესარიონ ( ფიცხელა) ჩუხრუკიძესთან ერთად. ლომა შევუშვი ვოლიერში და ავბრუნდი უკან ეზოში საიდანაც ეს მომხდური ხალხი ტკბილი,თუმცა მკაცრი და პრინციპული სიტყვით გაისტუმრეს სახლებში მაგრამ დღემდე მახსოვს იმ დაგაზული და საცოდავი ბიჭის კბილების ღრჭიალი თავის საწადელს რომ ვერ მიაღწია.
ასეთი დრო იდგა ერთ დროს საქართველოში, გახსოვთ ყველას.
1994 წლის ზაგხული იყო.
ნეტა სადაა ახლა ის ხალხი ? თუ არიან ცოცხლები ?" - წერს კობა სუბელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






