"რესპუბლიკელები" საპარლამენტო რესპუბლიკასთან დაკავშირებით პოზიციას ცვლიან
პოლიტიკა - 15:47, 21 Jan, 2017     2247
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას შეფასებით ამ ეტაპზე პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისთვის საფრთხის შემცველია. ამასთან დაკავშირებით კორძაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. კორძაიამ მიმოიხილა ის ცვლილებები რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წლიდან განხორციელდა და განაცხადა, რომ უმრავლესობით მოსული ხელისუფლებები, რეალურად ყოველთვის მათზე მორგებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ახორციელებდნენ და არა ისეთს, რომელიც კონსტიტუციის დახვეწისთვის იყო საჭირო:

„რატომ ვართ რესპუბლიკელები სკეპტიკურები ამ პროცესის მიმართ? გავიხსენოთ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური გუნდი მოიპოვებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, გამოხატავდა კონსტიტუციის შეცვლის სრულ მზაობას, ყველა ქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიას, ყველა მოიწვევდა და უსმენდა საერთაშორისო ექსპერტებს, იყო ერთი შეხედვით სრული გამჭვირვალობა, მაგრამ მეორე მხრივ ყველა ცვლილება ერგებოდა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც იყო ხელისუფლებაში. საქართველოს საკონსტიტუციო ისტორია 1995 წლიდან რომ დაიწყო, საქართველო იყო აშშ-ის მსგავსად მკაცრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. 2004 წელს ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადავედით, იმიტომ რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას აწყობდა მსგავსი ტიპის ცვლილებები, ჩანაწერი შეიცვალა მაგრამ სრული ძალაუფლება მაინც იმ დროინდელ პრეზიდენტს ჰქონდა. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლიელბების მიზანი იყო უფრო საპარლამენტო რესპუბლიკისკენ გადახრა. ჩვენ რესპუბლიკელები დაფუძნების დღიდან საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვართ, მაგრამ ისტორიულად ისე მოხდა, რომ ყველა ამ ცვლილებას ვეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე კონსტიტუციაში დაწერილი ეს კარგი ნორმები შეიძლება პოლიტიკურმა გუნდმა ისე გამოიყენოს, რომ ავტოკრატია დაამყაროს ქვეყანაში. რა მაქვს მხედველობაში, როდესაც 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა შეიქმნა ფორმატი ძლიერი პრემიერ-მინისტრით და პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილების დატოვებით, მათ შორის საკადრო და პარლამენტის დათხოვნის უფლებით. მაშინდელი ხელისუფლება ვარაუდობდა რომ პრემიერი მათი გუნდის წარმომადგენელი იქნებოდა. შემდეგში იმავე გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა ¾-ით ჩაკეტა, ვარაუდობდნენ, რომ თუ მათ თავად არ ექნებოდათ უმრავლესობა, ვერც ისეთი უმრავლესობა მოვიდოდა, რომელიც ¾ ის შევსებას შეძლებდა. მაგრამ აღმოვჩნდით რეალობის წინაშე, როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ამ რაოდენობით. „ქართულ ოცნებას“ თუ საპარლამენტო მოდელი უნდოდათ, მათ შეეძლოთ ეთანამშრომლათ წინა საკონსტიტუციო კომისიასთან, მაგრამ არასოდეს არ ესწრებოდნენ და კვორუმი არ იყო.

პრობლემები აწი გამოჩნდება, ჩვენ, "რესპუბლიკელებს", მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეები ვიყავით სულ, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკად საქართველოს გარდაქმნა იქნება ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში ხელისუფლების ჩაგდება, ამას ქვია ,დეპერსონალიზაციის ნაცვლად, ერთი პარტიის, ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში პერსონალური უპასუხისმგებლო მმართველობა, რაც ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ასე მარტივად პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმება არ შეიძლება. იმიტომ რომ დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პიროვნულად, ასევე ინსტიტუციონალურად არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ დემოკრატიული პროცესები იყოს დაცული, იმიტომ რომ პარლამენტიც, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და სასამართლოც არის ერთი გუნდის ხელში, რომლის კონტროლიც შეუძლებელია, საპარლამენტო უმრავლესობას კი ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უჩნდება“- განაცხადა თამარ კორძაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42