,,პარლამენტში ხელისუფლების შემწეობით მოხვედრილები და ენმ-ს ტრანსფორმირება“
სოც.მედია - 15:22, 21 Jan, 2017     2595
როგორია საპარლამენტო ოპოზიცია და რა როლი აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? - დიპლომატი ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი მამუკა გამყრელიძე, ხელისუფლების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციას ახასიათებს:

,,თავი მეორე - საპარლამენტო ოპოზიცია

თავიდან იგი წარმოდგენილი იყო ორი პარტიითა და ასევე ორი ფრაქციით. დღეს გვაქვს სამი პარტია და ოთხი ფრაქცია. ინაშვილ-მოურავის პარტიაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის ნაციონალ-პოპულისტური პარტია, რომელიც ხელისუფლების შემწეობით მოხვდა პარლამენტში. გაცილებით საინტერესოა ენმ-ს ტრანსფორმირება ორ, დიამეტრალურად განსხვავებულ პარტიად სამი, ასევე განსხვავებული ფრაქციით.

ეს ოპოზიციური კონსტრუქცია, რომელიც დღეს მივიღეთ, შეიცავს როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ შემადგენელს. ნეგატივი გახლავთ ის, რომ წინა პარლამენტთან შედარებით დასუსტებული, მაგრამ მაინც ძლიერი ოპოზიციური ფრთა დაიშალა ორ ნაწილად. ერთი მხარე ე.წ. "ზომიერი", ხელისუფლებასთან კონსტრუქტიულ დიალოგზე ორიენტირებულ პარტიად გადაიქცა. მას მხარს ნაცმოს ყოფილი ამომრჩევლების მცირე ნაწილი უჭერს მხარს. თავად ეს პარტიაც არ არის ერთგვაროვანი და დაყოფილია ორ, "ძველი", საზოგადოებისათვის მობეზრებული და "ახალი" სახეების ფრაქციებად. ნეგატიურია ისიც, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი ამ ფლანგის გარიგებაზე ხელისუფლებათან. დღეს ამის არც დადასტურება არც უარყოფა შიძლება, მაგრამ ეჭვს აქვს გარკვეული საფუძვლები და ეს ნეგატიურად მოქმედებს ამ ახალი პარტიის იმიჯზე.

მეორე მხარეს დარჩა სახელდობრივ ენმ, შეურიგებელი ოპოზიცია, რომელსაც ამომრჩევლების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი ემხრობა და მას პარლამენტში ერთი ფრაქცია ჰყავს. IMHO ეს მოვლენა პოზიტიურად უნდა განვიხილოთ, რადგან მოხდა პარტიის პრინციპიალური განახლება და ეს მთლიანად პარტიის მხარდამჭერების, საზოგადოების დამსახურებაა. როგორ განვითარდება მოვლენები ამ პარტიაში, ამას მომავალი გვიჩვენებს.

სამწუხარო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციას არ ძალუძს იქონიოს რაიმე ზეგავლენა ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე პარლამენტის შიგნით, რაც შესაძლებელია პროცესების პარლამენტის კედლებს გარეთ გადმოსვლის წინაპირობა გახდეს.

P.S. არასაპარლამენტო ოპოზიციაზე და "გამოსავალზე" მესამე ნაწილში მოგახსენებთ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42