მანდატურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება - ჯეჯელავა იმერეთში მომხდარ ფაქტზე
პოლიტიკა - 14:11, 21 Jan, 2017     3509
იმერეთის რეგიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მანდატურსა და სკოლის მოსწავლეს შორის სქესობრივ კავშირს უკავშირდება, კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მომხდარმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს მანდატურის სამსახურს და მის მიმართ ნდობა არ უნდა დაიკარგოს. ჯეჯელავას თქმით, მანდტურის სამსახურმა სკოლები ბევრ უბედურებას ააცილა და ის ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

მინისტრის თქმით, მომხდარ ფაქტთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ, ჯეჯელავას განცხადებით, სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება.

„მანდატურების დანიშვნის წესი პრინციპში ფუნდამენტურად ისეთივე რჩება, როგორიც აქამდე იყო. მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურება აგვაცილა. ძალადობა სკოლებში შემცირებულია. ეს ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც ადრე შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხვეწა, გახდა უფრო ჰუმანური და დაუახლოვდა სკოლის ადმინისტრაციას. ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაშია. პროფესიის გამო, ნდობა არ უნდა შეილახოს“ - აცხადებს მინისტრი.

ჯეჯელავას განმარტებით, აღნიშნული პირი სისტემაში აღარ მუშაობს, თუმცა მისი თქმით, მეორე პრობელმაა თავად საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება ადრეული ქორწინების მიმართ, რაც კარგი არ არის.

,,ჩვენ, განათლებით, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშობით უნდა შევეცადოთ, რომ დავანახოთ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ბედნიერი“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მანდატურმა სკოლის მოსწავლე გააუპატიურა. ადგილობრივების განცხადებით, ეჭვმიტანილი 40 წლის მამაკაცია და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, დაზარალებული კი 15 წლისაა და ამ სკოლაში ერთი წლის წინ გადავიდა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სქესობრივ კავშირს ან სექსუალურ სხვაგვარ მოქედებას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. აღნიშნული მუხლი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42