,,ხელისუფლება, პრეზიდენტი, მედია... რა მივიღეთ 2017 წლისთვის ე.წ. "მშრალი ნარჩენის" სახით“ - მამუკა გამყრელიძე
სოც.მედია - 13:44, 21 Jan, 2017     2274
,,რა მივიღეთ 2017 წლის დასაწყისისათვის ე.წ. "მშრალი ნარჩენის" სახით” - მოძრობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე ხელისუფლების სამივე შტოს, პრეზიდენტისა და მედიის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გამყრელიძის შეფასებით, დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა სახელისუფლო შტოში ფლობს განუსაზღვრელ ძალაუფლებას და აკონტროლებს მედიის მნიშვნელოვან ნაწილს.

,,ჩაიარა ყველა საახალწლო დღესასწაულმა. სხვადასხვაგვარი ემოციებიც დაცხრა. ახლა დროა გადავხედოთ, რა მივიღეთ 2017 წლის დასაწყისისათვის ე.წ. "მშრალი ნარჩენის" სახით.

ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ა

საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც წარმოდგენილია ერთი პოლიტიკური პარტიის სახით რომელიც ფლობს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ყველა სახელისუფლებო შტოში.

1. საკანონმდებლო ორგანოში მას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც აძლევს მას საშუალებას სრულად გააკონტროლოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები და ერთპიროვნულად შეცვალოს კონსტიტუცია;

2. აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად "ქართული ოცნების" მიერ არის დაკომპლექტებული;

3. იგივე შეიძლება ვთქვათ სასამართლოზე;

4. ე.წ. "პრეზიდენტის" სავარძელს იჭერს სრულიად უმოქმედო პერსონა და იმის მაგივრად რომ იყოს ზეპარტიული არბიტრი, ჩემი ვარაუდით, ისიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება;

5. "მეოთხე ხელისუფლება" ანუ მედია მნიშვნელოვანწილად ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის. ეს განსაკუთრებით ეხება ტელევიზიებს. სახელმწიფო აკონტროლებს ყველა დიდ ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით. ერთადერთი მსხვილი ოპოზიციური ტელევიზიაც სამთავრობო კონტროლის ქვეშაა, რადგან მას ერთის მხრივ, სასამართლო დავა აქვს საკუთრებაზე (სასამართლოს კი ხელისუფლება აკონტროლებს) და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი სარეკლამო შემოსავლების მიღება ხდება იმავე საშუამავლო კომპანიიდან, რომელიც აფინანსებს სახელისუფლებო ტელევიზიებსაც. მოგეხსენებათ, ვინც იხდის ის უკვეთავს მუსიკას. ერთი ზომიერად ოპოზიციური ტელეარხის, როგორც ორთქლის სარქველის არსებობა, ხელისუფლებისთვისაც მისაღებია;

6. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო პარტია, შესაბამისად მთლიანად ხელისუფლება კვლავ იმართება ყოველგვარ პასუხისმგებლობას აცილებული, ერთი, რუსი ოლიგარქის მიერ. მმართველობის ასეთი ტიპი უნიკალურია და არ აქვს ანალოგი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.

P.S. ო პ ო ზ ი ც ი ი ს შესახებ შემდეგ პოსტში მოგახსენებთ“ - წერს მამუკა გამყრელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42