“დღეს თბილისიდან ვუერთდებით მოძრაობას ქალთა უფლებების მხარდასაჭერად თანასწორი და ინკლუზიური გარემოსათვის. ამერიკელები, ქართველები, ევროპელები, აზიელები - ჩვენ ყველა ვერთიანდებით გლობალურ მოძრაობაში ქალთა და ადამიანთა უფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად,” - ამბობს მეგი ოსდობი კათსი, ქალთა მარშის მთავარი ორგანიზატორი.
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს ქალაქები მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან მათ მხარდასაჭერად, ვინც ყველაზე მეტად ზიანდება სიძულვილის, არატოლერანტულობისა და ძალადობის ტირაჟირებით. ვაშინგტონის ქალთა მარშმა გამოაქვეყნა ღონისძიებათა სია, რომლის მეშვეობითაც აქტივისტებს შეუძლიათ შეუერთდნენ მოძრაობას უახლოეს ქალაქში.
ადგილობრივმა აქტივისტებმა და ორგანიზატორებმა ვაშინგტონის მარშის საპასუხოდ თბილისშიც დაგეგმეს მარში. მარში სოლიდარობას უცხადებს ყველა ქალსა და მამაკაცს, მიუხედავად მათი სქესის, რელიგიის, ასაკისა და შესაძლებლობებისა. მარშის საშუალებით მისი მონაწილეები ასევე მხარდაჭერას უცხადებენ იმიგრანტებს, განსხვავებული კანის ფერის ადამიანებსა და მათ, ვინც საკუთარ იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც LGBTQIA.
“მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა საზოგადოებამ მაღალი მგრძნობელობა გამოიჩინოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და აქტიურად დაუჭიროს მხარი საერთაშორისო მოძრაობებს, რადგან საქართველო არ არის მარტო - ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, აისახება საქართველოშიც. მსოფლიოში გაუარესებული მდგომარეობა ქალთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის მხრივ კიდევ უფრო ართულებს საქართველოში არსებულ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას.” - დოდი ხარხელი, ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მეტი ინფორმაციისთვის ქალთა მარშის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: womensmarch.com.
თბილისის ქალთა მარშის შესახებ:
2017 წლის 21 იანვარს ვაშინგტონში ქალთა მარშისა და მსოფლიოს 370 ქალაქში დაგეგმილი ქალთა მარშების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით და ქალთა და ადამიანის უფლებების დასაცავად შეკრება ახალი ადმინისტრაციის პირველ სამუშაო დღეს მოხდება.
განრიგი (ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ და ქართულ ენებზე):
● 14:00 საათი: ვიკრიბებით ფილარმონიის წინ/თბილისის საკონცერტო დარბაზი
● 14:30 საათი: მსვლელობა პარლამენტის შენობამდე (ტროტუარზე);
● 15:00 საათი: მისვლა პარლამენტის შენობასთან და აქციის დასაწყისი
● 15:00-16:00 საათი: აქცია ქალთა და ადამიანთა უფლებების დასახავად
ორგანიზატორენის განცხადებით, ეს მარში არის გლობალური ქალთა მარშის ნაწილი (https://www.womensmarch.com/global) , რომელმაც მან მოახდინა ხალხის მობილიზება ქალთა და ადამიანის უფლებების დასაცავად მსოფლიოში მზარდი მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკის საპასუხოდ.
მასალის გამოყენების პირობები






