"ივანიშვილის მმართველობის პირობებში ხალხის გაღარიბება გრძელდება"- ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 12:34, 21 Jan, 2017     1455
“ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა კი არ გაიზარდა, მოხდა პირიქით: ხალხი გაღარიბდა, შემცირდა ოჯახების მსყიდველუნარიანობა, ისინი მოიხმარენ სულ უფრო ნაკლებს. ეს მდგომარეობა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,” - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, როგორ გაღარიბდება ქვეყანა და მისი მოქალაქეების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, ჩანს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.

ექსპორტიცა და იმპორტიც (თუ იმპორტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარ მედიკამენტების ღირებულებას გამოვაკლებთ) 2011 წლის დონეზე დავიდა.

2011 წელს მთლიანი ექსპორტი 2.186 მლრდ დოლარი იყო, 2016 წელს კი - 2.114 მლრდ დოლარია. 2011 წლის მთლიანი იმპორტი 7.072 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის - (C ჰეპატიტის წამლის გამოკლებით) 7.223 მლნ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ექსპორტი 2015 წელთან შედარებით 4.1%-ით ნაკლებია, 2014 წელთან შედარებით - 26.1%-ით ნაკლები, 2013 წელთან შედარებით კი - 27.4%-ით ნაკლები.

“სამწუხაროდ, მთავრობა დღესაც არ აღიარებს პრობლემას და გამოდის იმგვარი ინიციატივებით, რომელიც არ ეფუძნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ და მკაფიო ხედვას. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ გადასახადები აწია. ეს იმის საპირისპირო ქმედებაა, რასაც ამგვარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობა უნდა აკეთებდეს,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42