სასურველია კონსტიტუციის შეძლებისდაგავარად ლაკონური ტექსტი მივიღოთ"- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 12:17, 21 Jan, 2017     1312

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა და კონსტიტუციის შესაბამისი თავების და მუხლების განხილვას შეუდგა.

კომისიის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა და კომისიის წევრებს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი განცხადებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ადამიანის უფლებების და სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფია, რაც მოწმობს განსაკუთრებულ ინტერესს აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით. მანვე კომისიი წევრებს სამუშაო ჯგუფების მუშაობის რეგლამენტი გააცნო და პროცედურები განმარტა.

„დღეს იმართება პირველი სხდომა, სადაც შევკრებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში და დარიგდება შემდეგი სხდომისთვის. წინასწარ უკვე შემოსულია წერილობითი მოსაზრებები და კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა თავისი წინადადებები, რომელთა განხილვაც დღეს მოხდება. თუმცა შეგვიძლია მხოლოდ ამ მოსაზრებებით არ შემოვიფარგლოთ და ღია დისკუსია გავმართოთ და მუხლობირივად განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავები, რაც თვითოეულ ჩვენგანს საშუალებას მისცემს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ წარმოდგენილი წინადადებებისთვის მადლობა გადაიხადა კომისიის წევრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ტექსტის განვრცობის ტენდენცია შეინიშნება და თუ დაჯამდება ყველა მოსაზრება, რაც სამუშაო ჯგუფში შევიდა მაშინ შესაძლოა სამჯერ უფრო მოცულობითი და გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ. „სასურველია შეძლებისდაგავარად კონსტიტუციის ლაკონური ტექსტი მივიღოთ და სადაც საჭირო იქნება ტექსტის განვრცობა და სტანდარტების აწევა იქ ბუნებრივია კომისია მზად იქნება მსჯელობისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ დროისთვის პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42