წინასწარი ინფორმაციით დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის: ევროატლანტიკური კურსის შესახებ; ადამიანის უფლებების თავში ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური უფლების დამატების საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, განიხილოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი; სახალხო დამცველის არჩევის კვორუმის ცვლილება, რომლის თანახმად, ასარჩევად საჭირო იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა.
საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა დანიშნულია 23 იანვარს. საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 27 იანვარს გაიმართება. ხოლო 28 იანვარს - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა.
მასალის გამოყენების პირობები






