ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი კვერღელიძეს თავის არეში მძიმე ტრამვა აქვს მიღებული.
ამის შესახებ "გურიიის მოამბეს" საკრებულოს დეპუტატებმა აცნობეს.
მათი თქმით, მიღებული ტრამვის გამო, კვერღელიძის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც დაგვიდასტურეს, რომ დიმიტრი კვერღელიძეს თავზე არსებული ჭრილობის გამო, რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
"თავზე სერიოზული ტრამვა ჰქონდა, დავადეთ ნაკერები, თუმცა აქ დარჩენა არ ისურვა და სახლში წავიდა. სხვას ვერაფერს გეტყვით, როგორც მან თქვა, თონეში პურის საყიდლად შედიოდა, ვერ შეამჩნია რომ მინის კარი დაკეტილი იყო და ტრამვის მიზეზიც ეს გახდა"-გვეუბნებიან სამედიცინო ცენტრში.
დეპუტატები კი, სხვა მიზეზებზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ კვერღელიძემ თავზე ჭრილობა ერთ-ერთ პირთან ფიზიკური დაპირისპირების დროს მიიღო, რომლის ვინაობის გამხელისგანაც თავს იკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები






