როგორც პრესრელიზშია საუბარი, აფხაზურმა მონეტებმა „გამოფენაზე ფურორი მოახდინა.“
„აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკამ საკუთარ სტენდში გამოფინა მონეტები, ეროვნული სიმბოლოები და კატალოგები. ბანკის თანამშრომლებმა რესპუბლიკასა და მის საბანკო სისტემაზე პრეზენტაციაც გამართეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ პაატა დავითაიას დაუკავშირდა. რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ნიუ იორკში ჩატარდა ნუმიზმატიკის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა, თავის საიტზეც განათავსა ეს ყველაფერი. წარმოადგინა ამ კონფერენციაზე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფულადი ერთეული, მონეტები და ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა, შექმნილი იყო აფხაზეთის კუთხე. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციის კატალოგშიც იქნა წარმოდგენილი ეს ყველაფერი როგორც აფხაზური მონეტები, კონფერენციის ხელმძღვანელმა კი აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, ბესო ბარათელიას მიწერა მადლობის წერილი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს სძინავს, საუბარია ასევე საელჩოზე, რომელიც არის შეერთებულ შტატებში ან გაეროზე, როლის წარმომადგენლობაც არის ნიუ იორკში და მსგავს რაღაცებს უნდა ადევნონ თვალი. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკი დაშვებული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე და ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
მოვუწოდებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნახოს ეს ყველაფერი და ყურადღება მიაქციოს. პრემიერ-მინსტს აინტერესებს ღამის კლუბში მამაკაცები შევლენ თუ გამოვლენ, იგი სეპარატისტების ალაგმვით უნდა იყოს დაკავებული. ასევე მოვუწოდებ ეროვნულ ბანკსაც დაინტერესდეს ამ საკითხით“, - აღნიშნა პაატა დავითაიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა. განმარტებების მიღების შემთხვევაში, მათ პოზიციებს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები






