„ჩვენ არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის გამოკეტილი 4 კედელში ივანიშვილის მიერ და აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზნეობაა, რომ გადააყენო ადამიანი რომელიც არის ივანიშვილის მიერ გამოკეტილი. ჩვენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება თუ რა პოზიციას იჭერდა, თუმცა ის თავს იკავებდა, მეტიც რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ არ ერეოდა პარტიულ უთანხმოებაში. ჩვენ ბუნებრივია მისი თანხმობის გარეშე პატიმარ ადამიანს თანამდებობიდან ვერ გავათავისუფლებდით. გავეცნობი განცხადებას და თუკი ის უარს ამბობს შესაბამის ღონისძიებებს ექნება ადგილი, თუ თანხმობას აცხადებს, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით. მე მინდა მომავალ კვირას ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვესტუმრო და პირადად გავიგო მისი მოსაზრება“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






