სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღა“ – ანა დოლიძე არასამთავრობოებთან კონსულტაციებს განაგრძობს
პოლიტიკა - 18:20, 20 Jan, 2017     1482
სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით ანა დოლიძე არასამთავრობოებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ შესახებ ის კანონპროექტები განიხილა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადმოუგზავნა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო მოსაზრებების შეგროვება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიმდინარე კვირას უკვე გაიმართა შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციასთან.

„საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან მიმართებაში.

ჩვენ დავიწყეთ მოსაზრებების შეგროვება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეგრეთწოდებულ „მესამე ტალღას“ ეხება.

შევხვდით ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, ახლა გვქონდა შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე.

მოვისმინეთ მათგან მოსაზრებები იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გათვალისწინებულია „მესამე ტალღის“ კანონპროექტებში” - განაცხადა ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

არასამთავრობოთა კოალიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სოფიო ასათიანი, დიმიტრი ხაჩიძე, ეკა ქობეზაშვილი, ანა აბაშიძე, მარიამ მხატვარი, ანა ნაცვლიშვილი, ანა არღანაშვილი, გრიგოლ გვილავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42