საქართველოს პრემიერი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 17:06, 20 Jan, 2017     1431

საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development (EBRD)) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც ევროპისრეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს. აღინიშნა, რომ 2016 წელს EBRD-მა განახორციელა ინვესტიციების რეკორდული ოდენობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევროს მოცულობით.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილი - ქვეყნის სივრცითი მოწყობა იყო. სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს.

“პირველ რიგში, მე და პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება. 2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში. ასე რომ, ჩვენ ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ურთიერთობა მხოლოდ ინვესტიციებს არ მოიცავს. აქ ლაპარაკია ახალი სტრატეგიების მიღებაზე, ცვლილებების განხორციელებაზე, რის წყალობითაც საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის. საქართველოს ინვესტორთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი, ძალიან გამართულად მუშაობს. ასევე აღსანიშნავია კონკურენციის სააგენტო და ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების გეგმა. ყველა ეს სფერო ძალიან წარმატებული და სასარგებლოა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული ურთიერთობებისთვის,” - განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42