სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მიმდინარეობის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ნიკა მელიამ მიმართა, რომელიც ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს:
“ვარ ამაყი, რომ ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მეგობრებო ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა არ არის ინტრიგები და ვაჭრობა, ჩვენთვის პოლიტიკა არ არის ივანიშვილის უზნეობის თეატრში მონაწილეობა. ჩვენთვის პოლიტიკა არის და ყოველთვის იქნება საშუალება ვემსახუროთ უმთავრეს იდეას, ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას, მის ერთიანობას, მის დამოუკიდებლობას და მისი განვითარების დაცვას. ამ იდეის გამო არის გაერთიანებული 100 ათასობით ქართველი. მე ვარ თქვენთან ერთად, რომ დავამარცხოთ ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა. მე ვარ აქ იმიტომ, რომ ივანიშვილის პერსონალური მთავრობა ზუსტად ისე გადავრგათ მაქსიმალურად შორს ქვეყნის მართვის სადავეებიდან, როგორც თავად ივანიშვილი ამ ხეებს დაათრევს აქეთ იქით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






