"ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია"- ჯანი ბუკიკიო
პოლიტიკა - 15:07, 20 Jan, 2017     2617
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს.

შეხვედრისას საუბარი დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღას“ შეეხო.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმაზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნულ საკითხებზე აზრთა გაცვლა - გამოცვლა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ვენეციის კომისიამ სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ შესახებ უკვე გასცა რეკომენდაციები და სასურველია, თუ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

"ჩვენ განვიხილეთ მრავალი თემა პრეზიდენტთან შეხვედრისას, ძირითადად კი, საკონსტიტუციო კომისიის მომავალი მუშაობის საკითხი.

უნდა აღვნიშნო, რომ სრულად ვეთანხმებით ამ საკონსტიტუციო რეფორმის მიზნებსა და ამოცანებს და განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც ჩანს, რომ შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია.

ვფიქრობ, რომ პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას კარგი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, რადგან საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გაუმჯობესება და, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სრულყოფა, არ არის რთული. არსებული კონსტიტუცია გლობალურ დონეზე უკვე კარგი ტექსტია, თუმცა გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს და ვენეციის კომისია კვლავ მზადაა ნაყოფიერი და ვიმედოვნებ, ამჯერად წარმატებული თანამშრომლობისათვის, რადგან ჩვენ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა ამ რეფორმაში ვმონაწილეობთ.

რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ჩვენ უკვე გავეცით რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამჯერად ჩვენი რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისია მზადაა ამ რეფორმების ნებისმიერ ეტაპზე მოგვაწოდოს საკუთარი მოსაზრებები.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ორი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის - საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ვენეციის კომისიის წევრების მოსაზრების მოსმენა. როგორც ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისია მზად არის, რომ ამ რეფორმების ნებისმიერ ეტაპზე მოგვაწოდოს მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ჩვენი სასამართლოს სისტემა, ჩვენი კონსტიტუცია, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი კონტექსტი, თავისებურება, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შეწონასწორების პრინციპი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42